4 votes
0 comments
0 shares
Save
საქართველოში დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა
70 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, - განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

#georgia #stopcovid19 #covid19
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საქართველოში დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა
საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, - განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.#georgia #stopcovid19 #covid19
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. შესაბამისდ, მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და მატარებლებით მგზავრობა შეწყდა. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, - განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.#კორონავირუსი #ავტობუსი #მატარებელი #მოძრაობა #დარჩისახლში #tbilisidaily
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, – განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 3 months ago
საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა შეიზღუდება.
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა შეიზღუდა. საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა იზღუდება. კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რომელიც უკვე გავრცელების შემდეგ ეტაპზე, შიდა გავრცელებაზე, გადავიდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი ზომები და გამოსცა ბრძანება, ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერი მინისტრის მრჩეველა ირაკლი ჩიქოვანი აკეთებს - “მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებულ დამატებითი გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე და ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას, თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე და ამიტომაც, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს“ #საქართველო #საქართველოსრკინიგზა #საქართველოსმთავრობა #საქალაქთაშორისოტრანსპორტი #შეზღუდვა #zugdididaily
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
შეზღუდვები და გამონაკლისები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ის შეზღუდვები და გამონაკლისები გააცნო, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. „მინდა, გაგაცნოთ იმ შეზღუდვების ერთობლიობა და გამონაკლისები, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე ამ შეზღუდვების გარდა, კიდევ დამატებით სხვა შეზღუდვები მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მიმოსვლის შეზღუდვა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა გარდა, სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი – ზოგად საგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია, დისტანციური სწავლება, თუ ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციები ვალდებული არიან, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, თუ მათი ადგილზე წარდგენა კატეგორიულად მნიშვნელოვანი არ არის. აიკრძალა ყველა სახის ტრეინინგი, კონფერენცია და სემინარი. დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე სრულად არის შეჩერებული სასწავლო პროცესი. ღონისძიებების აკრძალვა – აიკრძალა ყველა სახის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა. აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის წვრთნები და ვარჯიშები. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა. რაც შეეხება შეკრებებს, მანიფესტაციებს, თავშეყრის შეზღუდვას. აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში, ათზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა სახის სოციალური ღონისძიება, რომელიც ათზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, როგორიც არის სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები. ათზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ. ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ორმეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები – რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, აკრძალული აქვთ, მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის და ე.წ. დრაივის მომსახურებით. კლუბების, გასართობი და დასასვენებელი ცენტრების, კინო-თეატრების, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა შეჩერდა. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურების მოწყობა აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. #stopcovid19 #covid19 #coronavirus #government #georgia
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
18 მარტიდან საქართველოს საზღვრები იკეტება
კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 18 მარტს, 00:00 საათიდან უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტება საქართველოს საზღვრები. გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა ორი კვირით ეკრძალებათ. „მინდა გაგაცნოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციას. პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდენ საქართელოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინსიტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს
საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე-აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. „საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება“, - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, თითოეულ სამინისტროსა და უწყებას, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აქ არ არის საუბარი საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული. ამასთან, ჩიქოვანის თქმით, საქართველო უკვე გადადის გავრცელების ფაზაზე, რის გამოც მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობის ზრდა. "სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვინც არის კორონავირუსით დაინფიცირებული. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეკავება მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ამ სფეროში არიან. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, როცა ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქლაქეები, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, თითოეული მათგანისა და სხვებისთვის. აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული," - განაცხადა ჩიქოვანმა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა
სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასევე ისე ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისათვის. აუცილებელი, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოყენებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“,- განაცხადა ჩიქოვანმა. ​მისივე თქმით, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობა არ არის. „დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“,- განაცხადა ჩიქოვანმა. მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას დღეიდან საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს. #კორონავირუსი #საქართველო #covid19
Kutaisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
როდის ამოქმედდება საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა?
24 მარტს, 00:00-დან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, დღეს მიიღეს. აღნიშნული შეზღუდვა ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლების მოძრაობის აკრძალვას ითვალისწინებს:. "ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება, დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას", — განაცხადა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.#ქუთაისი #საქალაქთაშორისოტრანსპორტი #შეზღუდვა #კორონავირუსი #საფრთხე #kutaisidaly
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება. ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს. ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 48 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.#უწყებათაშორისოსაბჭო #კორონავირუსი #გადაწყვეტილებები #tbilisidaily