6 votes
comments
shares
Save
ჩინეთში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ 78 შემთხვევა დაფიქსირდა
75 reads
Mediamall
Tbilisi · 4 months ago

ჩინეთში, უხანში ხუთი დღის განმავლობაში პირველად კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი ტიპის კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 74 პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში ბოლო ერთ დღეში შიდა გადადების მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი შემთხვევა უხანში.

აქედან გამომდინარე, ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩასულებისთვის ორკვირიანი კარანტინი დააწესა. ამასთან, ქვეყანაში შესვლის დროს ადამიანები კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 545 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განკურნება ამ დრომდე პაციენტების დაახლოებით 80-მა პროცენტმა შეძლო.

#china #wuhan #covid19 #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi · 4 months ago
6
Write a comment