„უმძიმესი კვირა დაიწყო საქართველოსთვის… 4 კლინიკა ნაკადს ვერ აუვა“ – პროფესორი გიორგი გეგია

0
ცნობილი ნეირო ქირურგი გიორგი გეგია მოკლედ აფასებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალის გზას გვთავაზობს. ის საკურათ facebook გვერდზე წერს: „ძალიან მძიმე კვირა დაიწყო. ვფიქრობ ახლა გამოჩნდება რის მაქნისები ვართ, რა შეგვიძლია. ეს იქნება კვირა როცა გამოყოფილი 4 კლინიკა ვერ აუვა ნაკადს. მზად ვართ? არა. მზად არ ვართ. გვეშინია? გვეშინია. რის იმედი გვაქვს? ერთადერთი იმედი ამ ძნელბედობის ჟამს არის ჩვენი ერთი ხედვა, ერთი მიზნისკენ სვლა, დავალების გაგება და შესრულება. ჩვენ იმ საქმეს რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ, თქვენი გასაკეთებელიც ძალიან ბევრია და რთული, მაგრამ გთხოვთ… დარჩით სახლში..“- წერს გოგა ექიმი. https://primetime.ge/„umdzimesi-kvira-daitsko-saqartvelostvis-4-klinika-nakads-ver-auva“%c2%a0-profesori-giorgi-gegia%c2%a0/ მოგვიანებით მან ეს პოსტი საკუთარი გვერდიდან აიღო და შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა. „მოკლედ… დიდი ლანძღვა-გინება მივიღე პოსტისთვის, რომელიც საჭირო იყო დამედო. დიდი მადლობა… მლანძღეთ, ოღონდ სახლებიდან. სჯობს დღეს გვლანძღოთ „პესიმიზმისთვის“ ვიდრე 1 თვის შემდეგ იმისთვის, რომ არ გაგაფრთხილეთ. მიყვარხართ ყველა, მე სხვა არაფერი მამოძრავებს, მთავარია თქვენი ჯანმრთელობა“, – წერს ის.
0