დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა

0
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, – განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. https://primetime.ge/%c2%a0dgheidan-saqalaqtashoriso-transportis-modzraoba-shetskda/
0