საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ბოლო გამოჯანმრთელებული ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 66 შემთხვევა დაფიქსირდა. 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. https://primetime.ge/saqartveloshi-koronavirusisgan%c2%a0kidev-erti-patsienti-gamojanmrtelda/
0