ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ​ი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139704 კორონავირუსის პანდემია ჩქარდება, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „67 დღე დასჭირდა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 გამხდარიყო, 11 დღე მეორე 100 000-სთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-ისთვის“, – განაცხადა გებრეიესუსმა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, ის მიმდინარე კვირაში მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს და მათ დამცავი აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად თანამშრომლობას სთხოვს. „ვაღიარებთ, რომ არსებობს ეფექტიანი მკურნალობის მწვავე საჭიროება. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომლის ეფექტიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დადასტურებულია. შესანიშნავია იმ ენერგიის ხილვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევებისკენ არის მიმართული. გამარჯვებისთვის ჩვენ კორონავირუსს უნდა შევუტიოთ აგრესიული და მიზნობრივი ტაქტიკით – ტესტირება ჩავუტაროთ ყველა შესაძლო ინფიცირებულს, თითოეული დადასტურებული შემთხვევისას იზოლაცია და მეთვალყურეობა მოვახდინოთ და გამოვავლინოთ და კარანტინში მოვათავსოთ ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი. მედიკოსებს საკუთარი საქმის ეფექტიანად შესრულება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ მათ საქმის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლიათ, ჩვენ კვლავ ვიგებთ შემაშფოთებელ ცნობებს მსოფლიოდან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს შორის ინფიცირების დიდი რაოდენობის შესახებ… ყველაფერი სწორადაც რომ გავაკეთოთ, თუ მედიკოსების დაცვას პრიორიტეტს არ მივანიჭებთ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან ექიმი, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, ავად არის“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.
0