ნიკა კვესელავას პოეზია

0
ო ლა ლა ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, მაპატიე, მორალი ღმერთი ქაღალდისაა! დედამიწა ხაზივით, ცოდვილების საშოა, დედამიწა პაზლია, ბავშვის სათამაშოა. ბრბოს ხმა - ურა კრებითი, ფრაგმენტებად, კადრებად ერთხელ გამოკვებითაც არა, არ გეკადრები არა, არ გეკადრები. არა, არ გეკადრები. უსარგებლო მადლია, დაშრეს არქიპელაგი, ჩემი ძვლები ჯართივით მიწის ქვემოთ ელაგოს. გამო, გამომაფხიზლე, შენგან გადმომათრიე, დაუფიცარს გაფიცებ, ადრინდელზე, ადრეა. სული თითქოს მორგია, ხორცი მიწის მოვალე, ცოცხალ მკვდრებიც გჯობივართ ჩვენ გიჟები, ო ლა ლა. აჰა, შენი სათავე, ჭეშმარიტი, დეკადა, ალბათ დამასაფლავეს, თორემ დამირეკავდი. ცოტა რამეს მკითხავდი, ცოტას წაგიკითხავდი, პირგამშრალი, სვენებით, ვიცი, რომ არ გეძინოს იცი გამიხსენებდი. წრეზე ბრუნავს ეს ეზო, სახლი უსმენს ბეთჰოვენს, მხოლოდ ქრისტემ ვერ შეძლო ქრისტესავით ეცხოვრა. მთვარის შუქზე, წითურო, მაგ საწოლზე სატინის, შიშვლდები რომ გიყუროს, ღამემ როგორ გატკინა. თავზე რომ არ ფიქრობდნენ ვესტიბულიზაციას, მოაცილებს მიკრობი(თ) მზე რომ ქვრება მაციებს. ფეხზე კარი მოვიბი, არაფერი არ გქვიათ, ეს სიცოცხლე მოვიგე, სოხუმია, არქივი. ხორცში ისე გაკივის ტკივილი რომ არ მტკივა. ეჭვნარევი ბაცილი, დახეთქილი საძილე, სავსე მთვარეს ვაცილებ ჯანმრთელობა დაცლილი. გააჩინა, უარა სისხლის გამოსაშრობად, სიყვარული, სუ! არის, ტკივილია ბავშვობა. აი, ასე ო ლა ლა, აი, ასე ო ლა ლა, ღმერთი ქაღალდისაა, რეალურად მოვკალით! მიზეზ მიზეზ დავხიეთ, დამალული ჯერ არ ვართ, გვღალატობენ ძაღლებიც რაღაც რიგზე ვერ არი... რაღაც მართლა ვერა რა, სამოც კილოს ვიწონი, მოდი, მოდი, წითურო! ჰპოვე შენი საქმენი, კოცნა გამომიწოვე, სანამ სხვები დამკბენენ. ჩვენ გიჟები, შემთხვევით შიმშილს ვიკლავთ წიგნებით გამო, მათავისუფლეთ, მომიაროთ იქნება. პოეზია ნიჭია, თქვენ რომ აღარ გიჭირავთ, მაპატიეთ, მორალი ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, ღმერთს ზეცაში რა უნდა ღმერთი ქაღალდისაა! *** ქვა ეგდო, გულის ფორმის, ხელების გზაჯვარედინზე, ამოგიყვირე აივნიდან ისე მეტკინე მერე თვალებით დაგახამხამე რომ არ მეტირა. შენ ილოცე და გადაგიწერე, სული ამომხდა, სულსაც ამოვხდი. ამ წელსაც მოვა ქარიანი შემოდგომა სინამდვილეში, არა ისეთი რომ გეოცნება, არა ისეთი რომ გეგონა, დერეფნებს, კორიდორებს საით მივყავარ?! ისე მინდოდი შუაღამით, ხველა დამეწყო, გარეთ აცივდა, შენ შეგიძლია ძველებურად შენში მიფიქრო, შეგეძლოს მაინც სიზმრებიდან შემხვდე, ცა გავცრიცოთ, დავბნელდეთ, დავშრეთ სადმე გავიქცეთ. უძილობისგან დასრესილი ძველი კადრები, გუშინდელი დღე არქივივით შეგინახე, შენს ფეხებთან შენს მუხლებთან სურვილს მოგიფხან და დავიწყებამდე სხეულიდან სუნს აგფხეკ. რუკაზე სძინავთ ქალაქებს, მე და შენ არა, როგორ მინდოდა შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა, პეპლები მუცლის ღრუში აგიჭრელდება, გადავყრით აჩრდილს ჩვენს შუა, წყლისკენ, . რა ადვილია მთელი წელი უხმოდ გელოდო ყოველ პარასკევს შიშებისგან განთავისუფლებ, მაინც შორია დედამიწა ორივე მხარეს შუშის ნატეხზე გაჭრილ გრძნობებს გამომიწოვს მთელი ეპოქა აღარ დავწერ აღარ დავწერ გადაიჩვიე ეგ თვალები ჩემი ლექსიდან. ბალახები წითელია თუ დახმა და გამოილია, არახარ არც წინ არც უკან შენ არ მოხვედი... მე მეშინია ვეღარ გიცნო, თავდაპირველად და გაუცხოვება ომივით დაგვეწყოს გამხმარ ბალახზე. გამიშლი ტუჩებს ცდუნებების გამოსაშვებად, მიყვარხარ ახლა შეიძლება ჩემზე მეტადაც მგრძნობდე რადგან მკვდარი ვარ, შენი ტკივილის წასაღებად ისევ მოვედი, ყველა ქუჩაზე, მაღაზიაში, წიგნებში, ან სულაც გამვლელის თითებსაც მოუძებნი ჩემში მსგავსებას. ვერასდროს გადამივიწყებ. შენ ყოველ დილით მზესთან ამოხვალ მე ყოველ ღამით გადავბრუნდები, ურმებს გადავყრი გზებიდან და გზა არ იქნება, ჩემს იქეთ შენს იქეთ ჩვენ დავინახეთ შეგრძნებების მძიმე ლითონი, ისეთი მძიმე რომ ვერ ავწიეთ. ქვა ეგდო, გულის ფორმის დედამიწაზე უნდა წაგვეღო უნდა წაგვეღო გაგვენაწილა. **** ოთახში, ჭერზე დახტის კალია, ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას, ჰო, ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა. რაოდენია სულში რაოდენ, გაუქმებული გზებით, ხიდებით, მოვალ სიცილით, სასაფლაომდე და ერთიანად აგიტირდები. შენი ქუჩაა, მეათასედი, მოლურჯო ზონა, ხველას იწყებენ, სინამდვილეში არ ხარ ასეთი, გახსენებამდე, დაგავიწყდები. ღამე მორგია, ან რა მოგივა, მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს, რისთვისაც იბრძვი, თუ შენი ღვიძლი გაგიშვებს ბიჭო, უნდა დალიო. ყველასთან ვისაც ფული არა აქვს ცდომა ნიჭია და მსახიობი, გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს... წერონ მაგათმაც, ხატონ მაგათმაც, შენი პილატე, ჩემი იობი. მოკვდი! იომე! ყველა ჭრილობის განსახილველად, მოდი პირველად! წადი მეორედ, გაგიმეორებ, რომ გზა მცდარია, წყვეტილ სანიშნით, არც არაფერი არ მიხარია, შენი ცრემლები იცის ბალიშმა. აღარ გამიშვა, აღარ გამიშვა, თეთრი ხელები, ლურჯი მოლია, არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას, არც არასოდეს მოგიყოლია. როგორ უყვარდი, წიგნების კითხვა, იმ ვიღაც ვირთხას, შენი თვალები არ უნახია, შენი ტუჩები არ უნახია, არც შენი ცრემლი, არც შენი სევდა. აკი ახია, იქ აღარ ცხოვრობ, ძველი სახლია. ან რაღა დარჩა, ხარაკირია, გადაირიე?! რას მემართლება, მუხლებზე არა, საწოლზე ჯდები მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით. დავრჩით მარტონი, აწი, ბატონო... არავინაა ჩვენი პატრონი, მიმიღე, გულში ან მიმატოვე! სიმინდის ყვითელ თავთავებიან, ღეროებს, თავი უნდა უხარო, იქნებ ეშველოს რამე ამინდებს, მეტყვი , , ბუ ხარო'' გეტყვი , , წავიდეთ'' ოთახში, ჭერზე დახტის კალია, ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე, თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მაპატიე!
0