https://primetime.ge/visats-ar-gaqvt-aighet-khobshi-savatchro-obieqtis-mepatronem-aseti-tsartsera-ganatavsa/
ხობში, ავტოსადგურთან მდებარე სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ განათავსა ბანერი წარწერით – „ვისაც გაქვთ დადევით, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“.
ობიექტის მეპატრონე, რომელიც ძირითადად აგრო-პროდუქტებით ვაჭრობს, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე მიიღო.
„სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა! ბრავო!
ხობში, ავტოსადგურის მიმდებარე ამ პატარა სავაჭრო ობიექტში ძირითადათ აგრო საქონელი იყიდება.
მეპატრონის განცხადებით, სანამ არ დავძლებთ ამჟამინდელ მდგომარეობას აქ ფასები არა თუ მოიმატებს, არამედ დაბალი იქნებაო.
გარდა ამისა, მოქალაქეებს ცალკე განთავსებულ მაგიდაზე, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აიღოს საქონელი, ან შესწიროს მათთვის ვისაც უფრო ესაჭიროება“, – წერს სოციალურ ქსელში გვერდი – „სენაკის ქრონიკა“.