ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139712 ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის გარკვეულწილად ხანდაზმულობის ასაკი და თან არსებული დაავადებებიც განსხვავებულია-განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. “ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის გარკვეულწილად ხანდაზმულობის ასაკი და თან არსებული დაავადებებიც განსხვავებულია - ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან დამამძიმებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით. განსაკუთრებით მძიმე არის ორ პაციენტში პნევმონია, მესამესი არ არის სიტუაციასთან შედარებით მძიმე. გუშინდელთან შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშება. ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მძიმე პროგრესი არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ ამ სიტუაციაში კარგად დაგვიმთავრდეს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0