რუსეთში მომდევნო კვირიდან კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იწყება

Tbilisi Daily

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­წყე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. მისი თქმით, "სპუტ­ნიკ V“-ით პირ­ველ რიგ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ექი­მე­ბი უნდა აიც­რან. "მო­დით, შევ­თან­ხმდეთ ერთ რა­მე­ზე, მო­მა­ვალ კვი­რას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და­ი­წყებთ. მო­დით, უკვე და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან ფრთხილ ენას იყე­ნებთ და ჩვენს მიერ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ვიცი, რომ ინ­დუსტრია და (ჯან­მრთე­ლო­ბის) ქსე­ლი ზო­გა­დად მზად არი­ან. მო­დით, გა­დავ­დგათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი,” - მი­მარ­თა პუ­ტინ­მა ვიცე პრე­მი­ერ ტა­ტი­ა­ნა გო­ლი­კო­ვას მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­თან ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დროს.მისი თქმით, რუ­სე­თი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვაქ­ცი­ნის 2 მი­ლი­ო­ნი დო­ზის წარ­მო­ე­ბას გეგ­მავს. რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "სპუტ­ნიკ V“-ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კლი­ნი­კუ­რი ცდის შუ­ა­ლე­დურ­მა შე­დეგ­მა პრე­პა­რა­ტის 92%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა.