9 თებერვალს თბილისში მეტროთი და ავტობუსით 450 ათასამდე ადამიანმა იმგზავრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გუშინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მეორე დღეს, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით 447 255-მა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაცია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ვებგვერდზე ხელმისაწვდომი. ამ მონაცემებში არ შედის მიკროავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების ოდენობა.
9 თებერვალს ავტობუსი 250 443-მა მგზავრმა გამოიყენა, მეტრი კი - 196 812-მა პირმა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო ხარვეზები. კერძოდ:
524 მგზავრი ეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
3 790 მგზავრს გააფრთხილეს პირბადის არასწორად გამოყენების გამო;
1 შემთხვევაში გამოიძახეს პატრული.
კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისსა და 7 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. შემთხვევების რაოდენობის შემცირების გამო 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. კორონავირუსის პანდემიამდე მეტროსა და ავტობუსს, საშუალოდ, 700 ათასი მგზავრი გადაჰყავდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31095415.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები