მაშველები რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

Tbilisi Daily

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და სპეცტექნიკა. სამუშაოებში სპეციალისტები ასევე იყენებენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.