“ლელო“ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიტიკური პარტია “ლელო“ არ აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.  „ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. “ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, - აცხადებს პარტია.  ლელოს პოზიციით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად და არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბიებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განსახილველად და საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ისინი პროტესტს გამოხატავენ, მათივე განცხადებით, უხეშ დარღვევებზე არჩევნების დღეს. ნაწილი კი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმაციას. 31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, 15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. საერთო ჯამში, პარლამენტში 9 პარტია შედის. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30924027.html #ახალი_ამბები #twitter