ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

22 აგვისტოს გაიხსნა ხაშურის შემოვლითი, 13 კილომეტრიანი ახალი გზა.   საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30796897.html #ახალი_ამბები #twitter