აშშ-ს ელჩი: „ეს არის აბსურდი!“

Tbilisi Daily

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აბსურდსა და ტყუილს უწოდებს ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უსმენს. „ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა. #პოლიტიკა