ქობულეთის რომელი აფთიაქის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი?
Batumi Daily
ქობულეთში, ერთერთი სააფთიაქო ქსელის რამდენიმე თანამშრომელს და აფთიაქის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აფთიაქის თანამშრომლების ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, ნაწილი კი კოვიდ მიმღებ კლინიკებში მკურნალობენ. აფთიაქი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ადგილზე რამდენიმე დღის წინათ ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება.
გავრცელებული ინფორმაციით , ეს აფთიაქი ავერსია, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#აფთიაქები
#კორონავირუსი
#batumidaily
#ახალიამბები