კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის გაზაფხულზე იქნება?

Tbilisi Daily

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) ქართველი დოქტორი მამუკა მაჩაიძე, კოვიდის პანდემიის და მოსალოდნელი სეზონური გრიპის გავრცელების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი მოუმზადებელი შეხვდა: „აჭარის მაგალითმა, გვაჩვენა, რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.