კონფედერატების ძეგლებს კაპიტოლიუმიდანაც გაიტანენ?
Tbilisi Daily
კონფედერატების ძეგლები შესაძლოა კაპიტოლიუმიდან გაიტანონ. ინიციატივა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსეკუთვნის. ნენსი პელოსის განცხადებით, კაპიტოლიუმში განთავსებული 11 ძეგლი პატივს მიაგებს სიძულვილს და არა მემკვიდრეობას. ამიტომ ისინი შენობიდან უნდა გაიტანონ.
„როგორც უკვე ვთქვი, კონგრესის დარბაზები არის ჩვენი დემოკრატიის გული. კაპიტოლიუმში არსებული ქანდაკებები უნდა განასახიერებდეს ჩვენ, როგორც ამერიკელების უმაღლეს იდეალებს, გამოხატავდნენ თუ ვინ ვართ და ვინ გვსურს ვიყოთ, როგორც ერი. მამაკაცების ძეგლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სისასტიკეს და ბარბაროსობას, რათა მიეღოთ ასეთი მკაფიოდ რასისტული დასასრული, გროტესკული შეტევაა ამ იდეალებზე. მათი ქანდაკებები პატივს სცემენ სიძულვილს და არა მემკვიდრეობას. ისინი უნდა მოიხსნას“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
კონფედერატები კაპიტოლიუმი ნენსიპელოსი
Tbilisidaily