ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია ზოგიერთ მონაკვეთზე წინ მიიწევს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევის ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს და ცალკეულ მონაკვეთზე წინაც მიიწევენ.
„ბახმუტი, სოლედარი, კრემინა...მთლიანობაში პოზიციებს ვინარჩუნებთ. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთები, სადაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლისა, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“, - განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა მიმართულებით მიიწევენ უკრაინელი ჯარისკაცები.
ერთი დღით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ერთი კვირის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა კრემენას მიმართულებით წინ ორი კილომეტრით წაიწიეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32201572.html
Source: radiotavisupleba.ge