ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში, ქუჩაში მზესუმზირის ჭამა აკრძალეს
Tbilisi Daily
ესპანეთის ქალაქ დელეიტოსაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მზესუმზირის ჭამა აკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს.
ქალაქის მერმა, ხუან პედრო დომინგომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა. გარდა ამისა, აიკრძალა ქუჩაში ტკბილეულის ჭამა. დომინგოს თქმით, ბავშვები ხშირად ტკბილეულს ერთმანეთს უნაწილებენ, რაც ასევე ინფიცირების საფრთხეს ზრდის.