შროშასთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთოს ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლიც. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.