მსოფლიოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააფიქსირა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. ორგანიზაციის მონაცემებით, 13 სექტემბერს მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 307 930 ადამიანი, რაც დაახლოებით 1000-ით აღემატება ერთი კვირით ადრე, 6 სექტემბერს მიღწეულ პიკს (306 857). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 637 952-ია. ამასთან, მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფის, worldometers-ის საიტზე 14 სექტემბერს დილით განახლებული სტატისტიკით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაავადდა 29 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 900 000-ს აჭარბებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30837131.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)