სარფში 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 19-20 აგვისტოს, ,,სარფში“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებსჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.