Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.42 ლარი ღირს

Pirveliradio Ge

Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 3.42 ლარს აღემატება. სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ ლარი პლატფორმაზე 5 თეთრით არის გაუფასურებული. ცხადია, ეს არ არის ოფიციალური გაცვლითი კურსი, თუმცა კარგად აჩვენებს ბაზარზე არსებულ მოლოდინებს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ეს ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება, რომელსაც ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს. მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, ხოლო 1 ევროსი – 3.9042 ლარი. 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.