იუსტიციის სახლი დაჯავშნის წესს ცვლის

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ორშაბათიდან იუსტიციის სახლებში წინასწარ ჯავშანი აღარ განხორციელდება. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები წინასწარ ათეულობით ჯავშანს აკეთებდნენ და მოგვიანებით ჯავშნის ნომრებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვა ადამიანებს აძლევდნენ. გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი ჯავშნების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.