რას იღებენ ჭიათურაში?

Kutaisi Daily

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, ფილმის გადაღებას, რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, „ჯი ემ სტუდიო“ უზრუნველყოფს. მათივე ცნობით, ფილმის მიზანი სამთო მეტალურგიული პროფესიების უფრო მეტად პოპულარიზაციაა.„მიმდინარე წლის ოქტომბერში, კინოფესტივალი „ერთი დღე“ გაიმართება. ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი, იმ კომპანიებით დაინტერესდა, სადაც სამთო მეტალურგიული პროფესიის მქონე კადრები არიან დასაქმებულნი. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის დახმარებით, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით, გვსურს მაყურებელს ვაჩვენოთ მშრომელი ადამიანის ერთი დღე და გავხადოთ ფესტივალის გმირი, რომელიც მისაბაძი გახდება და დასაჩუქრდება ყველაზე ძვირფასით - ფესტივალზე მყოფი საზოგადოების, ასევე მისი კოლეგების სიყვარულითა და პატივისცემით. მაყურებელი ამ ფილმში არა მხოლოდ მის ერთ დღეს ნახავს, არამედ მისი ცხოვრების ძირითად მომენტებს, რომელსაც იგი საწარმოში ატარებს და რომლითაც ის ამაყობს, რადგანაც ეს საწარმო ემსახურება სამშობლოს, რომელსაც საქართველო ჰქვია“, - აღნიშნავს გიორგი მეგრელიშვილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #ფილმები #ჭიათურა #kutaisidaily #ახალიამბები