არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

Tbilisi Daily

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ავთანდილ ბუცხრიკიძის თქმით, მათ პატიმრობის სანაცვლოდ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და 29 წლის ბიზნესმენი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. „ჩვენი შუამდგომლობა იყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არ გაითვალისწინა სასამართლომ, თუმცა გავასაჩივრებთ აუცილებლად აღმკვეთი ღონისძიების განჩინებას. წარდგენილ ბრალს არ ცნობს, რაიმე ქმედება, შემხებლობა ფაქტთან მას არა აქვს," - განაცხადა უფლებადამცველმა ავთო ბუცხრიკიძემ. საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს ჩაინიშნა. #news#სამართალი#არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი#ბესიკ ივანაშვილი#სასამართლო#პატიმრობა