ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნება გამოსაკვლევია - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა
Tbilisi Daily
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს.
თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლისშემდეგ განაცხადა, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს.
მან ასევე საქმის მასალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ.
„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება, ის ზოგადად გამოსაკვლევია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.