გერმანიაში კორონავირუსის 18,487 შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,487 ადამიანს დაუდგინეს, 261 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 705,687 შემთხვევა გამოვლინდა, 11,767 ადამიანი გარდაიცვალა.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.