ვანო მერაბიშვილი: ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე პატიმრობაში იყო, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. სურათს მერაბიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა", - წერს ის.
მერაბიშვილის ვიზიტს წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა პატრიარქთან. მანაც ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30765634.html
#ახალი_ამბები
#twitter