სააკაშვილ - ადეიშვილის საუბრის ჩანაწერს სუს-ი შეისწავლის
Tbilisi Daily
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინული გამოცემა Obozrevatel-ის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს შეისწავლის, რომლის მონაწილეებიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან.
როგორც imedinews-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ჩანაწერს შეისწავლიან, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.
Obozrevatel-მა ჩანაწერი 19 ივნისს გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, სატელეფონო საუბარში უკრაინის რეფორმების აღმასრულებებლი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს განიხილავენ.