ვის გაეზრდება ხელფასი 2021 წელს
Tbilisi Daily
მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში.