დღის განახლებული კოვიდმონაცემები - საქართველო

Tbilisi Daily

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 652 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა, აქედან 12 173 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 172 PCR-ით. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,85%-ია, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,76%. დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისი - 150 შემთხვევა; აჭარა - 19; იმერეთი - 49; ქვემო ქართლი - 20; შიდა ქართლი - 27; გურია - 35; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27; კახეთი - 19; მცხეთა-მთიანეთი - 2; სამცხე-ჯავახეთი - 9; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 086 აქტიური შემთხვევაა. 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 875, აჭარაში - 170, იმერეთში - 446. მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში - 174, აჭარაში - 39, იმერეთში - 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში - 70, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 98 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 43. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 675 პირი, აჭარაში - 629, იმერეთში - 1 394. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 265 557-ს შეადგენს. აქედან 258 093 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 352 გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები