ავარია ხაშურში - ერთმანეთს პიკაპი და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142645 ავარია ხაშურში - ერთმანეთს პიკაპი და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. პიკაპში დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, სავარაუდოდ მათ ბანკის ფული გადაჰქონდათ. ავარიის შედეგად არავინ გარდაცვლილა. მანქანებში მსხდომი პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-მ გამოძიება სსსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ხაშურში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დაცვის თანამშრომლებს, რომლებსაც ფული გადაჰქონდათ ავარია მოუვიდათ. პირველი შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა. "შიდა ქართლი"