„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას ანტირეკორდით გამოეთიშა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლაიპციგის“ შემდეგ, ნახევარფინალის საგზურს „ბაიერნიც“ დაეუფლა. მიუნხენელებმა მეოთხედფინალური ეტაპის მესამე მატჩში, რომელსაც ბევრი ნაადრევ ფინალსაც კი უწოდებდა, ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „ბარსელონა“ უშანსოდ დაამარცხა, ანგარიშით 8:2. „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 40 გოლი დაუგროვდა, რაც უკვე საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში. „ბარსელონამ“ კი ქომაგებს წაგების გარდა, რამდენიმე ანტირეკორდითაც წაუხდინა ხასიათი. კატალონიურ კლუბს აქამდე ევროთასებზე ყველაზე მეტი - ექვსი გოლი ჰქონდა გაშვებული, 1962 წელს, „ვალენსიასთან“ მატჩში. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს უკვე გამოეთიშნენ მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა დღეს შედგება, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიონს“ შორის. სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება ნახევარფინალში „ბაიერნს“. ფინალის მეორე საგზურისთვის ითამაშებენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლაიპციგი“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30785062.html #ახალი_ამბები #twitter