29 იანვარი

15
მთვარის ოცდამეექვსე დღე🌚🌚🌒მეოთხე ფაზა.

29 იანვრის ჰოროსკოპი:

29 იანვარს რისკიანი, გულადი, თამამი და მტკიცე ადამიანები იბადებიან. ისინი თავდაჯერებული, უდრეკი და შესაშური სიჯიუტის მქონენი არიან. სხვების მიმართ კეთილი და გულისხმიერები, ყოველთვის მზად არიან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მათ მშფოთვარე, სხვადასხვა მოვლენებითა და დედამიწაზე საუკეთესო ადგილისთვის ბრძოლებით აღსავსე ცხოვრება ელოდებათ. გადალახავენ და გაუძლებენ რა ყველა სიძნელესა და დარდს, არაერთ ყოფით ქარცეცხლს, ნანატრ ბედნიერებას, სიმშვიდეს, ხვავს მოიპოვებენ. ამ დღეს დაბადებულები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მტრებმა ინტრიგებითა და კვანტებით არ ავნონ. მეგობარიც ბევრი ჰყავთ, მაგრამ მტერიც – არანაკლები. თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სცენაზეც, პოლიტიკურ არენაზეცა და მეცნიერებაშიც კი.
როდესაც 29 იანვარს დაბადებულები დარწმუნებული არიან საკუთარ იდეალებში, მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ. მათ სწამთ ადამიანის გონების ძალისა და მუშაობაში საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და არ ზოგავენ, რათა უზადო და იდეალური შედეგები მიიღონ. ამ დღეს დაბადებულები არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციებს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც პრობლემის ერთპიროვნულად გადაწყვეტა სჩვევიათ. მათ არ უყვართ საკუთარი იდეების სხვებისთვის მოხვევა. ბედნიერი ხდებიან, როცა გარესამყაროსთან და ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობას მოიპოვებენ. არიან აქტიური პიროვნებები, გახსნილი სხვებთან ერთად მოქმედებისთვის და მზად არიან, მოუსმინონ სხვის აზრს.
29 იანვარს დაბადებულების ემოციური სფერო მრავალწახნაგოვანი და რთულია, რადგან კმაყოფილების მიღწევა უჭირთ. როდესაც პირად ცხოვრებაში ბედნიერებასა და სიყვარულს მოიპოვებენ, მალე იღლებიან და შეიძლება თავისუფლების საძებნელად გაეშურონ. მარტო ყოფნა მათ ბედნიერებას არ მოუტანს, თუმცა, არც ქორწინებას ჩქარობენ. ამ დღეს დაბადებული შემოქმედებითი ადამიანები წლობით იმედოვნებენ პოპულარობის მოხვეჭას, თუმცა თავს არიდებენ ნებისმიერ კომერციულ წინადადებას – გულწრფელად სწამთ, რომ ფულს დამღუპველი გავლენა აქვს მათ წარმოსახვასა და ნიჭზე.

29 იანვარს დაბადებულნი:

ანტონ ჩეხოვი რუსი მწერალი, დრამატურგი.
“თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.”
“მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.”
ფრანგი მწერალი რომენ როლანი
“კამათში არ არსებობს არც უმაღლესი, არც უმდაბლესი, არც წოდება, არც სახელი, არის მხოლოდ ერთი — ჭეშმარიტება და მის წინაშე ყველა თანასწორია.”
“არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს.”

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა პეტრესი.

დღის საკითხავი:

«არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა.»
«ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის.»
«ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.»
“არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.”

მოვამზადოთ პანფორტე:

  • თხილი - 125გრ
  • ნუში - 125გრ
  • კურაგა - 100გრ
  • ლეღვის ჩირი - 100გრ
  • შაქარი - 100გრ
  • ფქვილი - 60გრ
  • კაკაო - 40გრ
  • ლიმონის ცედრა - 2ჩ/კ
  • დარიჩინი - 2ჩ/კ
  • დაფქული ჯანჯაფილი - 1ჩ/კ
  • შაქრის პუდრა - 40გ
  • თაფლი - 2ს/კ
მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაზე, სანამ კანი არ გაეცლება.ეცადეთ, მთლიანად გააცალოთ კანი. მსხვილად დაფქვით ნუში, თხილი და დაჭერით წვრილად ჩირები, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ყველაფერი კარგად აურიეთ.ცომითვის: ფქვილში დაუმატეთ კაკაო, ჯანჯაფილი და დარიჩინი. აურიეთ ფქვილის მასა თხილებისა და ჩირების მასაში.გააცხელეთ თაფლი და დაუამატეთ შაქარი, აურიეთ ერთგვაროვანი, კარამელიზებული მასის მიღებამდე.გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მასში თხილის მასა. დაასხით კარამელი და სწრაფად აურიეთ.აცხვეთ 150 გრდუსზე საათნახევრის განმავლობაში. მზა დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრაგემრიელად მიირთვით!
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ💖💖💖
15