29 ივნისი

8
🌙ახალმთვარეობაა🌙პირველი ფაზა, გრიგორიანული კალენდარის180-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 185-ი დღე.

ვარსკვლავები გვირჩევენ:

ოთხშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 06:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.

ვინ დაიბადა:

პაოლო იაშვილი, ქართველი პოეტი, მთარგმნელი.
სენტ - ეგზიუპერი, ანტუან დე- ფრანგი მწერალი, მფრინავი.
რეზო გაბრიაძე ქართველი დრამატურგი, მხატვარი, მწერალი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს და 14 სექტემბერს) თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროოს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მისი სხეული, რომელიც უღმერთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, ქრისტიანებმა ღამით მალულად წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დროს ცხადად ისმოდა ანგელოსთა გალობა.
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)
16 (29) ივნისი
წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).

დღის საკითხავი:

უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაფუძნებული იყოს იმ აღმოჩენებსა და გამოცდილებაზე, რომლებიც მაღელვებს.
მასწავლე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განაწილება. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა განვასხვავო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისგან.
გთხოვ, მომცე თავშეკავების ძალა, რომ ცხოვრების გზაზე კი არ წავბორძიკდე, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა განვჭვრიტო მწვერვალები და სიშორეები და იშვიათად მაინც, მომეცეს ხელოვნებით ტკბობის საშუალება.
დამეხმარე, შევიგნო, რომ ოცნებები არ არის გამოსავალი – არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.
დამიფარე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მუდამ კარგად იქნება.
გამინათე გონება და მიმახვედრე, რომ ნებისმიერი სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.
შემახსენე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.
მომივლინე მნიშვნელოვან მომენტში ვინმე, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა მითხრას სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით.
ვიცი, რომ ბევრი პრობლემა მოგვარდება, ამიტომ მასწავლე მოთმინება.
შენ იცი, როგორ ძალიან გვჭირდება მეგობრობა. გამხადე ღირსი ბედის ეს ულამაზესი და უნაზესი საჩუქარი განვიცადო.
მომანიჭე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, ვაჩუქო ვინმეს სითბო.
მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათაც, ვინც ყველაზე „დაბლაა“.
დამიცავი ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.
მომანიჭე ცხოვრებაში არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.
მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.”
P.S. ეს ლოცვა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა მაშინ დაწერა, როცა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იდგა.
ბედნიერ დღეს გისურვებთ ♥️🙏გფარავდეთ უფალი.
8