საქართველოში კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი 4055-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რიცხვი 4055-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გუშინდელთან შედარებით, კარანტინში მყოფთა რიცხვი დაახლოებით 700-ით არის გაზრდილი. გუშინ კარანტინში 3320 პირი იყო. რაც შეეხება ინფიცირებულებს, საქართველოში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 66 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ცხრა პირი უკვე გამოჯანმრთელდა.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
0