საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს- განაცხადა თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის მქონე 66 პაციენტიდან 32 ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. „ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#მარინაეზუგბაია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0