ლომებრ მეფე ,მტერთ სისხლმჩქეფე,იმერთ მეფე - სოლომონ I

0
"ლომებრ მეფე, მტერთ სისხლმჩქეფე, იმერთ მეფე" ალექსანდრე V-ეს ძე სოლომონ I მე-XVIII ს-ში მეფობდა.ამ დროს ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო.მან შექმნა 12 გვარისგან შემდგარი საიდუმლო ორგანიზაცია "ფიცის კაცნი", რომელიც მეფეს უთანასწორო ბრძოლებში ზურგს უმაგრებდა.1758 წელს სოლომონ I-მა, თეიმურაზ II-ემ და ერეკლე მეფემ პირობა დადეს, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოლებდნენ.სოლომონმა იქორწინა მარიამ დადიანზე და ოდიშის სახით ძლიერი მოკავშირე შეიძინა, ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალების მიერ მიტაცებული მამულები და გლეხები გადასახადებისგან იხსნა , გამართა საეკლესიო კრება, სადაც გადაწყდა რომ ტყვეებით მოვაჭრეები სიკვდილით დაისჯებოდნენ, ამის გამო იმერეთის სამეფოს დაუპირისპირდა ოსმალეთის იმპერია.ომის განსაკუთრებული ეპიზოდი 1757 წელს გამართული ხრესილის ბრძოლა იყო.ოსმალთა ჯარი 50 ათასამდე კაცს ითვლიდა იმერეთის ლაშქარი კი 15 ათასი მეომრისგან შედგებოდა, თუმცა მეფემ გამარჯვება მაინც შეძლო, განცდილი მარცხი, ოსმალებმა არ აპატიეს სოლომონს და მომდევნო წელს ახალციხის საფაშოდან შემოიჭრნენ ლეკები იმერეთში.გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დატოვეს ქვეყანა.სოლომონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ასევე რუხისა და ჩხერის ბრძოლებში.იგი იყო ნიჭიერი პოლიტიკოსი, უშიშარი მებრძოლი, ქრისტესა და ერის მოყვარული მეფე, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა როგორც შინაურ ისე გარეშე მტერს, ააგო მრავალი ეკლესია და იმერეთის სამეფო საგრძნობლად გააძლიერა.გარდაიცვალა 1784 წელს, დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.
0