გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139714 ლისის ტბის ადმინისტრაცია ხალხს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, თავი შეიკავონ ტბაზე სტუმრობისგან. განცხადება მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს. "ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
#დარჩისახლში
", - წერია განცხადებაში.
0