ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139716 ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, მათი ნაწილი სამართალდამცველებს საწოლში გარდაცვლილი დახვდათ.აღნიშნულ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა და დაწყებულია გამოძიება. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ მთავრობა მკაცრი ზომების გატარებას აპირებს მოხუცებთან მოპყრობის კუთხით. როგორც ცნობილია, მადრიდში მდებარე ყინულის მოედანს დროებით მორგად გამოიყენებენ, სადაც კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 136 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 311-ია.
0