CDC-ის კვლევა: კორონავირუსს შეუძლია 17 დღის განმავლობაში გაჩერდეს ზედაპირზე

0
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ფორმას ორი კვირის განმავლობაში შეუძლია გაძლოს. ამის შესახებ Dailymail-ი წერს. როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე ახალი კორონავირუსის კვალს მიაკვლიეს კაბინებში 17 დღის მერე, რაც ვირუსით ინფიცირებულმა ადამიანებმა დატოვეს გემი. კვლევის მიხედვით, მგზავრებს ან აღენიშნებოდათ სიმპტომები, ან იყვნენ ასიმპტომატურები. COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შედეგად აშშ-ში ინფიცირებულია 43 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაღუპულია 553. აქამდე გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსს სამ დღემდე შეუძლია გადარჩეს პლასტიკატისა და ლითონის ზედაპირზე. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, იგი ნაკლებად გამძლე აღმოჩნდა მუყაოს ზედაპირზე. მკვლევარების თქმით, ასეთ ზედაპირზე 24 საათში ვირუსის კვალი აღარ იყო.
#covid19
#dailymail
#stopcovid19
#coronavirus
0