4 votes
0 comments
0 shares
Save
ბრავო საქართველოს მთავრობას და სამედიცინო უწყებებს – ქართველებით აღფრთოვანებული ბრიტანელი
50 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

https://primetime.ge/bravo-saqartvelos-mtavrobas-da-sameditsino-utskebebs-qartvelebit-aghfrtovanebuli-britaneli/

„მე, როგორც საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი, აღტაცებული ვარ იმით, როგორ უმკლავდებიან საქართველოს მთავრობა და სამედიცინო უწყებები კორონავირუსის საფრთხეს“, – ამის შესახებ საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მაიკლ გარფორტი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იგი ამბობს, საქართველოში ინფექციის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ე.წ. განვითარებულ ქვეყანაში.

გმადლობთ და უფალმა დაგლოცოთ! გაუფრთხილდით თავს.

„ბრავო საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში! მე, როგორც საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი, აღტაცებული ვარ იმით, როგორ უმკლავდებიან საქართველოს მთავრობა და სამედიცინო უწყებები კორონავირუსის საფრთხეს.

ქვეყანაში ვირუსის შემოღწევის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე, მთავრობამ შემოიღო სავალდებულო ტესტირება და კარანტინი ვირუსის შესაძლო მატარებლებისთვის, ასევე, დაინფიცირებულთა ყველა კონტაქტის დადგენა, კარანტინში მოთავსება და ტესტირება. ამ სტრატეგიის წყალობით, ინფექციის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ე.წ. განვითარებულ ქვეყანაში. მთავრობა აგზავნის მკაფიო გზავნილებს და, საჭიროების შემთხვევაში, აწესებს შეზღუდვებს.

ასევე, შექებას იმსახურებს საქართველოს ჯანდაცვის სამსახურები, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდნენ დაინფიცირებულთა მკურნალობის თვალსაზრისით და გამოამჟღავნეს თავიანთი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შეასრულეთ მთავრობის რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ნუ გახვალთ გარეთ, თუკი არ არსებობის ამის უკიდურესი აუცილებლობა, ხშირად დაიბანეთ ხელები და გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაესწრებით საზოგადოებრივ შეკრებებს“, – წერს მაიკლ გარფორტი სოციალურ ქსელში.


Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს... - ჭიაბერაშვილი
​"ევროპული საქართველოს" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის გამოსავლენი PCR და სწრაფი ტესტების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, ასევე მათ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ქვეყანაში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება. "1. კარგია, რომ პროფესიულ და ასევე ფართო საზოგადოებაში კონსენსუსი შედგა იმის თაობაზე, რომ საჭიროა - PCR-ტესტები (რასაც ლუგარი აკეთებს) - დაჩქარებული PCR-ტესტები (რაც ჩინელებმა 1000 ცალი გვაჩუქეს და მარნეულზე გამოიყენება) - ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტი (რაც აუცლებელია საავადმყოფოებისთვის, რომ მათთან შესული ნებისმიერი სიმპტომური პაციენტი შეამოწმონ - რაც მერე მაინც უნდა გადამოწმდეს PCR-თესტით - და თავიდან აიცილონ ვირუსის საავადმყოფოში გავრცელება. რაც მარნეულის საავადმყოფოში მოხდა, არ უნდა განმეორდეს!) - ანტისხეულებზე დამყარებული სისხლის სწრაფი ტესტი (რაც უსიმპტომო და მსუბუქსიმპტომიან ინფიცირებულთა ფართო გამოვლენის და სრულყოფილი ეპიდსურათის დანახვის საშუალებას იძლევა - ოღონდ მინიმუმ 7 დღე რომ უნდა იყოს გასული, საზოგადოებამ ეგეც გაიგო) ცუდია, რომ ამაზე კამათში დაიკარგა 1 თვე - დრო, რომელიც მოვიგეთ საზღვრების დროული ჩაკეტვით, სწავლის არ- ან ონლაინ განახლებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით. ახლა მთავრობის ამოცანაა, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტებით რაც შეიძლება დროულად აღჭურვოს ყველა საავადმყოფო, რაც მათი დაცულობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. შემდგომი დიდი გამოწვევა მედპერსონალის და საავადმყოფოების დაცვაა. ამას სჭირდება სათანადო ეკიპირება, ტრენინგი, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა, პაციენტთა ნაკადების მართვა, მედიკამენტების მარაგების შევსება. ამის გარეშე ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და სამშობლოს სამსახურის დიდი ენთუზიაზმი აქვს, მაგრამ არ აქვს არც ფორმა, არც შაშხანა და არც ტყვიის მარაგი. 2. ამ მასშტაბის კრიზისის მართვა მთავრობის საქმეა. მედიკოსებს ეთქმით ყველაზე წონიანი სიტყვა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება მთავრობის საქმეა. პასუხისმგებლობაც მთავრობაზეა, როგორ განვითარდება მოვლენები. გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გუშინწინდელ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი საქმე არაა საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა. მე ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ რაღაც არაა ცნობილი და ვამბობ "არ ვიცი". შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები." ღმერთმა ქნას, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ - ინტენსიური კარანტინი და ტესტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კეთება - გაამართლოს. ჯერჯერობით წარმატება - ვირუსის გავრცელების შეზღუდვა და/ან ნაკლები სიკვდილობა - აქვთ ქვეყნებს (სამხრეთ კორეა, გერმანია), რომლებმაც კარანტინთან ერთად მიზნობრივი ჯგუფების (ინფიცირებულთა კლასტერები, მედპერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი) მასობრივ ტესტირებას მიმართეს. იმის გამო, რომ მიზნობრივი ჯგუფების ფართო ტესტირება გამოიყენა, სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ვირუსის გავრცელების კერების ლოკალიზება და არც ეკონომიკის მთლიანი გაჩერება მოუწია. შედეგად, ჯანდაცვის ზიანიც ნაკლები მიიღო და ეკონომიკურიც. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ ათასობით ოჯახს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, დიდი ხნით სახლში ვერ დასვამ, თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს. ამას საგამგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ უშველის. 3. პოლიტიკის ანაბანა ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც მომავალი კრიზისის ნიშნები იკვეთებოდა, ნათელი იყო, რომ - დაავადებათა კონტროლის ცენტრს - ჯანდაცვის სამინისტროსა და - მთავრობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში განსხვავებული ფუნქციები ექნებოდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღემდე წარმატებულ ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარალელურად თან უნდა მიყოლოდა - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საავდმყოფოების სრული აღჭურვა და მომზადება ინფიცირებულთა სამკურნალოდ, და - მთავრობის მიერ სახლში დარჩენილი ათიათსობით უდანაზოგო ოჯახისთვის დახმარების პაკეტის და ასევე ზოგადად ანტიკრიზისული ეკონომკური სტრატეგიის დროული გამოცხადება როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე მთავრობამ ეს ამოცანა ჯერჯერობით ვერ შეასრულა და სწრაფი ტესტების არქონა დღეს ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ. პირიქით კი მოხდა: მთავრობა შეეცადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი საზოგადოებრივ ნდობაზე მოეხდინა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და ფონს ამით გასულიყო. შედეგად, საზოგადოების სრულიად სამართლიანი ლეგიტიმური კითხვები დავადებათა კონტროლის ცენტრის მხარეს წავიდა. თუმცა დისკუსიამ სხვადსახვა მხრიდან ისეთი პოლიტიზებული სახე მიიღო, ნამდვილად არ მსურს მასში მონაწილეობა. ვიმეორებ: მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტიკურად პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა იყო აქამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ღმერთმა ქნას, გავძვრეთ,"-წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სურგულაძე – ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ
უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება, სახლში დარჩენა, – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე Facebook-ზე წერს. „მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ძირითადად მაღალი სამოქალაქო შეგნებით, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამს და თავად ხდება სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე მეტი იმედით, მილიონობით ადამიანი იმედით შესცქერის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ. ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად მგონი მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან. მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც ახლა ჩვენთვის იბრძვის და ძალ-ღონეს არ იშურებს. მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით საქართველოსთან ერთად იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხდები საქართველომ აქამდე რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის, სიტუაცია უკეთესად მართონ, დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათთაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს… საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით“-წერს ნინო სურგულაძე. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
„ამ განცხადებებით, საკუთარი თავების და ზრახვების ლუსტრაციას ახდენთ“! - ვის მიმართავს თენგიზ ცერცვაძე
“პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. „პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ.რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს. ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! COVID-19-ის ეპიდემიასდა კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება. მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში. მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი - 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ან კიდევ საქართველოში სულ გარდაცვლილია 14 ავადმყოფი, რაც შეადგენს დადასტურებული შემთხვევების (888) 1,57%-ს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უეკთესი მაჩვენებელია ევროპაში. ასე მაგალითად, ევროპაში სამაგალითოდ მიჩნეულ გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4,73%-ს, აშშ-ში - 5,45%, ინგლისში - 14,08%-ს, საფრანგეთში - 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პროპაგანდა და არც ცარიელი სიტყვები. ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია მოიძიოს, რომ ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც სწორედ ეს არის კლინიკური სექტორის მზაობის მთავარი განმსაზღვრელი (მაჩვენებელი), აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა. საგულისხმოა აგრეთვე, რომ საქართველოში COVID-19-ით 888ავადმყოფიდან სულ გარდაიცვალა 14 ავადმყოფი (1,57%), მაშინ როცა უცხოეთში მცხოვრები 118 COVID-19-ით ქართველი პაციენტისგან 16 გარდაიცვალა (13,56%) და ეს არა სადღაც აფრიკაში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ. სკეპტიკოსების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, აგრეთვე, შემდეგი: საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობსპაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო სამედიცინო დახმარება --- სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი --- ე.წ. ცხელების ცენტრი ---- COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 24 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს- პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. გულზე ხელი დაიდეთ და სთქვით - რა სიტუაცია იყო და არის ამ თვალსაზრისით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საქართველოსაზე შეუდარებლად ძლიერია: COVID-19-ით შესაძლო ავადმყოფები ხშირად საერთოდ ვერ აღწევდნენ ექიმებამდე; ტესტი COVID-19-ზე არაიშვიათად მათ საერთოდ არ უტარდებოდათ ან თუ უტარდებოდათ - პასუხს იღებდნენ 1-2 კვირის შემდეგ (თვით პრეზიდენტი ტრამპი ორი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს); კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე 2-3 კვირიანი რიგები იდგა, საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნიდათ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი; ვერ აუდიოდნენ დაკრძალვებს და ა.შ. მინდა მოგმართოთ ერთი ძალიან სერიოზული კითხვით: თქვენ რომ ყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღებიდა გაგეკეთებინათ ყველაფერი ის (თუ რეალურად შესძლებდით), რის არგაკეთებასაც ჩვენ გვაყვედრით - რა შედეგს დადებდით COVID-19-ის ეპიდემიის მართვის მხრივ მთლიანობაში და ავადმყოფების კლინიკური მართვის და გადარჩენის მაჩვენებლების მხრივ კონკრეტულად? იქნებოდა ეს შედეგები იმაზე უკეთესი, ვიდრე საქართველოს დღეს აქვს? ნუთუ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ იწუნებენ ქვეყნის მიერ COVID-19-ის ეპიდემიის მართვის და მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობას, რომელსაც მთელი დანარჩენი მსოფლიო მაღალ შეფასებას აძლევს, რომ ამით თავისი თავის და თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვების ლუსტრაციას ახდენენ. დასკვნების გაკეთება საზოგადოებას მივანდოთ. – წერს თენგიზ ცერცვაძე.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები და ბაზრობები იხსნება
დღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. საქართველოს მთავრობამ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრობებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გაიდლაინები უკვე დაამტკიცა. მომხმარებელთა ვალდებულებები: ბაზრობის სივრცეში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას რეკომენდაციები, რომლებიც გამოკრულია შესასვლელში; ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მითითებული სავალდებულო შესასვლელითა და გამოსასვლელით; დაიცავით სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელეთ მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენებით; დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდეთ შესაბამის ურნაში/კონტეინერში. ბაზრობის ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ღია და დახურულ ბაზრობებზე, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომხარებელთა ნაკადურობის დაცვა. ამ მიზნით მკაცრად განსაზღვროს და გამიჯნოს ბაზრობის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; ერთიან შესასვლელებში უზრუნველყავით მომხმარებელთა თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური ხსნარით; თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია როგორც ახალი კორონავირუსის, ასევე მოვაჭრეთა და მომხმარებელთა ვალდებულებების შესახებ; პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა; უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია; უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება; უზრუნველყოს სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფიცირება; ხელსაბანები აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით: თხევადი საპონი, ინდივიდუალური ხელსახოცები; კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს; კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოარიდოს სხვებთან კონტაქტს, შესაბამისი სამსახურის მოსვლამდე მოათავსოს დროებით სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში - სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად; უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე; უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენოს დროებითი გამყოფი ტიხრები (ბარიერები); სავაჭრო სივრცეში მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, არეგულიროს ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა რაოდენობა; სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით; არ დაუშვას ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე; უზრუნველყოს მოვაჭრე პერსონალისა და მომხმარებლის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, სათანადო აღნიშვნით, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/ სამსახურის მიერ; სამუშაო სივრცეში: დახლებს შორის, სასაწყობე ფართსა და გასასვლელებში უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა; უზრუნველყოს ობიექტის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა. დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის ბაზრობებისთვის : დახურულ სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური მოსარგებლეების სავაჭრო ობიექტის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება; სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, ხშირად გამოყენებული ზედაპირების დასამუშავებლად და მათი სწორად მოხმარების წესები; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენოს სანიტარული შესვენებები; უზრუნველყოს სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა; ინდივიდუალური სავაჭრო ფართით მოსარგებლე პირმა შესასვლელში უზრუნველყოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება; ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ბაზრობებზე მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია: მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს; არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს; მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ ); სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: ნიღაბი, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში - სახის დამცავი ფარი; სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას; საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ხელების დაბანას და გაშრობას; დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში/კონტეინერში; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა; ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 weeks ago
შშმ პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ
შშმ პირები და ორგანიზაციები მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. „ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები ვეხმიანებით 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს და მივმართავთ მთავრობას, შექმნას შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გახდა სავალდებულო, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად და ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია. ქვეყანაში დღემდე არ გატარებულა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის რატიფიცირებიდან მოკლე ვადაშივე უნდა განხორციელებულიყო – მათ შორისაა კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება და ამოქმედება, სოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. შშმ პირთა მხარდამჭერ პოლიტიკაში არათანმიმდევრულობისა და ფრაგმენტულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ქვეყანაში კონვენციასთან შესაბამისი კანონმდებლობისა და ინსტიტუციური ჩარჩოს არსებობაა. კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ამგვარი ზომების განხორციელებას პოლიტიკის მთელი რიგი ინსტრუმენტები ითვალისწინებდნენ. მაგალითისთვის, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმების მიხედვით, კონვენციის დებულებებთან ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია და სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში უნდა დაწყებულიყო, ხოლო კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო 2016 წელს უნდა შექმნილიყო. ამასთან, ქვეყანაში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის – დიდი ზომის ინსტიტუციების ფუნქციონირებისა და მათ ბენეფიციართა უმძიმესი უფლებების დარღვევის ფაქტების საპირწონედ, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და სამოქმედო გეგმით დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შემუშავებულიყო, თუმცა ქვეყანას ეს ღონისძიება დღემდე არ გაუტარებია. წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც წლიდან წლამდე ანალოგიური შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს და ვერ სრულდება, ნათლად გამოკვეთს საქართველოს მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის არაპრიორიტეტულობას. ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების შინაარსი დღემდე არ ასახავს სახელმწიფოს რეალურ მზაობას, გაატაროს რეფორმები და შეცვალოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში. ქმედუნარიანობის რეფორმაც კი, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდგომ საქართველოში ერთადერთ მასშტაბურ რეფორმას წარმოადგენს, არ არის იმპლემენტირებული და ამ დრომდე, უმეტესწილად, მხოლოდ ფურცელზე არსებობს. შშმ პირთა საჭიროებების არაპრიორიტეტულობა ნათლად გამოჩნდა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაშიც. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველა ზომა უნდა მიეღო შშმ თემის მხარდასაჭერად და მათი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, გეგმამ მხოლოდ ცალკეული ჯგუფები მოიცვა და ხედვის არეალის გარეთ დატოვა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, ასევე ის ბავშვები, რომელთათვისაც არ ხდება შშმ პირის სტატუსის მინიჭება. ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზის გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს მთავრობის მიერ პარლამენტში „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ინიცირება. სამწუხაროდ, კანონპროექტი უმეტესწილად ვერ პასუხობს გაერო-ს კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მისი შემუშავების პროცესში მთავრობამ ვერ უზრუნველყო შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობა. ფორმალური პროცესის შედეგად, მათ მიერ წარდგენილი შენიშვნები მინიმალურად ასახა ინიცირებულ ვერსიაში. განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათი, რომელიც არ ადგენს კონკრეტულ უფლებრივ სტანდარტებსა და კონვენციის იმპლემენტაციის ეფექტიან მექანიზმებს. რამდენიმე პოზიტიური სიახლის გარდა, იგი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და, ცალკეულ შემთხვევებში, კონვენციაზე დაბალ სტანდარტსაც აწესებს, მათ შორის, სოციალურ უფლებებთან მიმართებით. ამასთან, კანონპროექტი არ ეხება ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს – ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, მათ შორის, დეინსტიტუციონალიზაციისა და ქმედუნარიანობის რეფორმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიაზროს თავისი ვალდებულებები შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით და ჩამოაყალიბოს ერთიანი პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს შშმ პირთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მივმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით: – შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და გადადგას ნაბიჯები „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების მიზნით; – შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში, ჩამოაყალიბოს და აამოქმედოს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო; – შშმ პირების საჭიროებებზე დაყრდნობით განავითაროს სათემო სერვისები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით; – მოახდინოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და უზრუნველყოს ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია; – უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოციალური მოდელის შემოღება და ეფექტიანი დანერგვა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს შშმ პირთა მიმართ ამჟამად არსებულ სამედიცინო მიდგომებს; – უმოკლეს დროში მოახდინოს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, მიიღოს ზომები კონვენციის იმპლემენტაციისათვის სხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, მარაქეშის შეთანხმების, რატიფიცირების მიზნით; – ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყველა შშმ პირის ეფექტიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO) მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის – პსკ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია – ნდობა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი ფონდი აურეს შშმ პირთა უფლებების აქტივისტები: კობა ნადირაძე მარიკო კობახიძე გიორგი გოგატიშვილი ქეთევან ბახუტაშვილი გიორგი კისკეიძე ნათია გოგოლაშვილი
გიორგი
Tbilisi, Georgia · 4 months ago
იტალიელი ექიმის პოსტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის – იტალიელი ექიმის პოსტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა ბერგამოს(იტალია) საავადმყოფოს Humanitas Gavazzeni e Castelli ქირურგი დანიელე მაკინი წერს: „ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, ამიტომ მინდა გავაგებინო ადამიანებს, რას განვიცდით ამ პანდემიურ დღეებში ბერგამოში. მესმის, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ ვკრთები, როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ სპორტდარბაზებში ვეღარ დადიან და ვერც საფეხბურთო ტურნირებს ესწრებიან. შესაძლო ეკონომიკური ზარალის მასშტაბებსაც ვაცნობიერებ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის ზარალი, რაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს მთელ ქვეყანაში. COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა – იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს გასულ კვირაში გაოცებული ვაკვირდებოდი მთელი ჩვენი საავადმყოფოს რეორგანიზაციას, როდესაც მტერი (COVID-19) ჯერ კიდევ არ იყო ესოდენ მოძლიერებული. პალატებს ახალი პაციენტებისთვის ათავისუფლებდნენ, ხოლო რეანიმაციას აფართოებდნენ. მიმღები განყოფილება ისე გადააკეთეს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შემცირებულიყო. დერეფნებში სიურრეალისტურმა სიცარიელემ და დუმილმა დაისადგურა. თითქოს ომისთვის ვემზადებოდით, ოღონდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რაოდენ სასტიკი იქნებოდა ის. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ღამის ცვლაში ვმორიგეობდი და კორონავირუსზე „ეჭვმიტანილი“ ჩვენი პირველი პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებოდი. ახლა ვითარება უკვე დრამატულია — სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ომი ღვივის, ბრძოლები არც დღე წყდება და არც ღამე. პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გვემატებიან. და ეს არ არის „ცუდი გრიპი“. საერთოდ, ბერგამოში მუშაობის ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ აქაურები საერთოდ არ მიმართავენ ამის გამო საავადმყოფოს. ჩვენთან შემოსული პაციენტების დიდი ნაწილი სრულად იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს — სიცხემ რომ აუწიათ, შინიდან ერთი კვირა ან ათი დღე არ გამოსულან, მაგრამ ახლა უკვე სუნთქვა უჭირთ — მათ ჟანგბადი „სწყურიათ“. კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამლები ცოტაა. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი მთავარი იმედი იმაშია, რომ ორგანიზმი ვირუსს თავად გაანადგურებს. კორონავირუსი საკმარისად შესწავლილი არ არის, თერაპია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენება — ღრმად ექსპერიმენტული ხასიათისაა. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ კორონავირუსი გაქვთ ეპიდემიის დასაწყისში დაავადებულებს იმედი ჰქონდათ, რომ შინ გამოშუშდებოდნენ, მაგრამ ახლა ჰოსპიტალიზაცია მწვავედ აუცილებელია. საავადმყოფოში მთელი ტაბლო გადაწითლებულია პაციენტების სახელებით — ყველა მათგანს ერთი დიაგნოზი აქვს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია! გრიპი ვერ გახდებოდა ესოდენ სწრაფად განვითარებადი ტრაგედიის მიზეზი — გრიპის დროს გართულებები ბევრად ნაკლებია. და ეს გართულებები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვირუსი დამცავ ბარიერებს არღვევს და ჩვენი სასუნთქი სისტემის ზედა განყოფილებებში მცხოვრები ბაქტერიები ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებას იწყებს. COVID-19 კი უშუალოდ ფილტვების ალვეოლებს აზიანებს და ისინი ფუნქციონირებას წყვეტენ. იწყება სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, რასაც ჩვეულებრივი ჟანგბადური თერაპია ვერაფერს შველის. მაპატიეთ, მაგრამ, როგორც ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტები მარტო ხანდაზმული და პათოლოგიების მქონე ადამიანები არიან… როდესაც რეანიმაციაში სუნთქვის აპარატზე ან ECMO-ზე მიერთებულ ახალგაზრდებს ხედავ, სიმშვიდე, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს ემართება, უკვალოდ ქრება. სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ კორონავირუსისა არ ეშინიათ, თავი მოაქვთ, რომ ჰიგიენის წესებს არ იცავენ, აპროტესტებენ შეზღუდვებს, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ფაქტს ვერ აბათილებს. ჩვენ აღარ გვყავს არც ქირურგები, არც უროლოგები და არც ორთოპედები — დღეს ყველანი ექიმები ვართ, ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად უნდა შეებრძოლოს მოვარდნილ ცუნამს. შემთხვევები სულ უფრო იმატებს — დღეში 15–20 ადამიანი შემოდის საავადმყოფოში. ტესტების შედეგები ერთნაირია: დადებითი, დადებითი, დადებითი… გადაუდებელი დახმარების განყოფილება გადატვირთულია. ახალ ინსტრუქციებს გვაწვდიან: საჭიროა მეტი პერსონალი. კომპიუტერული პროგრამა გვაჩვენებს ცნობებს მომართვიანობაზე. სასწრაფოდ გვკრებენ და გადაუდებელში გვგზავნიან. ეკრანზე ციმციმებს შემოსული პაციენტების სიმპტომები — სულ ერთი და იგივე: ტემპერატურა, ხველება, გართულებული სუნთქვა. ფილტვების კვლევაც სულ ერთსა და იმავეს ადასტურებს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია. ყველა დასაწვენია — ზოგი რეანიმაციაში, ზოგი კი… ზოგისთვის უკვე ძალიან გვიანია. რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს ოქროს ფასი აქვს. გეგმიური ოპერაციები უქმდება. საოპერაციოები რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა. ექიმებს ქანცი გამოეცალათ. მუშაობის გრაფიკი და ცვლები აღარ არსებობს. უკვე ხშირად ვხედავ ატირებულ მედდებს — ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის. COVID 19-თან საბრძოლველად: ჩინელი ექიმები იტალიაში მიფრინავენ დიდი ხანია ოჯახის წევრები, შვილი არ მინახავს. მეშინია არ დავაინფიცირო. ინტერნეტით ვურთიერთობ მათთან… ნუ აღშფოთდებით იმის გამო, რომ თეატრში, კინოში თუ ტრენაჟორების დარბაზში წასვლა არ შეგიძლიათ. ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა, გუნდ-გუნდად ნუ გავარდებით მაღაზიებში პროდუქტების მოსამარაგებლად — ეს კიდევ უარესია, რიგებში ინფიცირებულებთან კონტაქტის დიდი რისკი არსებობს. სთხოვეთ თქვენს მოხუც მშობლებსა და ნათესავებს, არ გავიდნენ შინიდან. თავად მიაწოდეთ საკვები.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
რეკომენდაციები, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში უნდა დაიცვან
თვითმფრინავში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს ის დამატებითი ნიღბებით; იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე; იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად; იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით; უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად, გამოტოვოს ორი (2) რიგი სავარძლებისა); ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში; ისარგებლოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ; ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს ტესტის პასუხის შესაბამისად; ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში. რაც შეეხება ზოგადი რეკომენდაციების ნაწილს, ის შემდეგია: შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს; უზრუნველყავით მუდმივი კავშირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებთან; გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება: მგზავრთა რეგისტრაციის სივრცეებში; საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ადგილებში; სასაზღვრო -საპასპორტო კონტროლის ადგილებში; მოსასვენებელი სივრცეებში; ჩასხდომის დარბაზში, სამგზავრო ხიდებსა და ავტობუსებში, როდესაც ჩასხდომა არ ხორციელდება ხიდის მეშვეობით; ტერმინალის შემოსასვლელსა და გასასვლელში; საინფორმაციო სამსახურის ზონებში; სალაროების ზონებში; მაღაზიების გარეთ და შიგნით; ბანკების ზონებში; ბარგის შეფუთვის ადგილებში; სამედიცინო პუნქტებში; აფთიაქის ზონებში; კაფე რესტორნების ზონებში; განსაზღვრეთ გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია). მოთხოვნები გამგზავრებისას ტერმინალში: ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა; ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება, ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი; შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112- ის ცხელ ხაზს; ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის უზრუნველყავით სპეციალური ოთახ(ებ)ის გამოყოფა; საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებთან კოორდინაციით, უნდა დანიშნონ შესაბამისი პირები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად (რესპირატორული სიმპტომების გამორიცხვის მიზნით), რომელებიც უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო სწავლებით; თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ; რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით; უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ 2-საათში ერთხელ; მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში; მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი); მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით - დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით: ნიღაბი (4 საათიანი ინტერვალით); სათვალე/დამცავი ფარი; ხელთათმანი. მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარის განთავსების შესაძლებლობით; მგზავრის მომსახურების არეები დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად; უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) ვენტილაციის გამართულ მუშაობაზე; უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; უზრუნველყავით ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად; მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობა ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ადგილზე უზრუნველყავით სადეზინფექციო 60-70%-იანი ხსნარის განთავსება. მოთხოვნები საჰაერო ხომალდზე ყოფნისას: უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე; განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება; ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები; ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ; ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით; ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან; მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება; მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა; საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში. 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი; მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა; ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა; ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 - ით ინფიცირების შემთხვევისათვის; მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე; დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე; სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები; უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება; იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები: დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;“, - წერია ავიაკომპანიებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მარიამ ქვრივიშვილი - გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდ
კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თავის გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი წერს. მისი თქმით, უკვე ათი დღე გავიდა მას შემდეგ. რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით და მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საქართველოს მასშტაბით კარანტინის ზონების შექმნა, მოწყობა და შემდგომი მართვა. ასევე, ყველა იმ ადამიანის კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ლოჯისტიკური საქმიანობების ორგანიზება, რომელსაც სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინი ეხება. „სიტყვა კარანტინი საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს ალბათ, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის. მეტიც, გეტყვით, რომ სამჯერადი კვება, კარგი სასტუმრო, ხშირ შემთხვევაში კარგი ხედიც, სრული სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (ჭადრაკისებრი განლაგებითა და ე.წ. Lunch box-ებით სავარძლებზე) და 24/7 სამედიცინო და უსაფრთხოების მონიტორინგი ადგილზეა. ასევე, ულევი პოზიტივი კარანტინში მყოფი სხვა ადამიანებისგან და სასტუმროების გმირი თანამშრომლებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე. დღეს საქართველოს მასშტაბით 1600-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ კარანტინის ზონად ქცეულ 22 სასტუმროში. კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია. ვამაყობ რომ ასეთ მნიშვნელოვან, ურთულეს და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ვამაყობ როცა კარანტინში მყოფი ადამიანების მადლიერ და სასიამოვნოდ გაოცებულ პოსტებს ვკითხულობ“, – წერს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილი საკუთარი უწყებისა და სასტუმროს თანამშრომლებს, სამედიცინო და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე კარანტინში მყოფ მოქალაქეებს მადლობას უხდის. „ამ პროცესში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 24 საათში საშუალოდ 2 საათიც ვერ სძინავთ პროცესის სამართავად, ყველა იმ სასტუმროს თანამშრომელს (მზარეულს, სერვისში თუ მიმღებში მყოფს), მფლობელს და მმართველ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, ყველა სამედიცინო და უსაფთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც 24/7 უზრუნველყოფენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებაზე, გუბერნატორებს, DMO-ებს რეგიონებში და ადგილობრივ თვითმართველობებს. აჭარის მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას. ახლა უკვე იცით თუ რამდენი ადამიანი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებში და ჩვენივე ქვეყანაში – კარანტინში კარგია. ერთად ძლიერები ვართ და მალე დავამარცხებთ COVID-19-ს“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა.#ტურიზმი #საქართველო #კორონავირუსი #კორონა