91 votes
2 comments
0 shares
Save
Prague
186 views
Nino Kakulia
Poti · 3 months ago

ულამაზესი პრაღა ❤️💚💙

#goodplaces #opinion #photo Prague
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
Similar Posts
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ვის ელოდება წინ „ ტკბილი ნოემბერი“?
💛🧡🍁🍂 ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ძნელია უყურო როგორც, ფილმს და სულში არ ჩაგწვდეს საუნდრეკი Enya : only time 🍂🍁💛💛 ❤️🍁🍂 ფილმში მაყურებელი საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენს, რადგან ფილმის ნახვის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, სწორედ რომ შემოდგომაზე განვიცადოთ მსგავსი სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებულ თვეს ვუწოდოთ - ტკბილი ნოემბერი. ფილმში ულამაზესი სასიყვარულო ისტორიაა ასახული. ნელსონი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა, ერთ დღეს მანქანის მართვის გამოცდაზე გაიცნობს ქალს, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა დანარჩენი ქალებისგან. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად მასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს სარასთან გაატარებს. სამწუხაროდ, ფილმს სევდიანი დასასრული აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმში ნაჩვენები ეპიზოდები, შემოდგომის პეიზაჟები და ფოთოლცვენა ბაღებში, კინომოყვარულებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. 🍁🍂❤️ ❤️🍁🍂 ეს არის ცხოვრებისეული, ლამაზი კადრებით, დადებითი ემოციებით აღსავსე ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე, იმ ლამაზ მომენტებზე, რომლებიც გამოგივლიათ, ან ჯერ კიდევ წინ გელით. მიხვდებით, რომ ცხოვრება მეტი არაფერია, თუ არა წუთებისა და წამების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენში გარდატეხას ახდენენ, გვჩუქნიან სითბოს, სიყვარულს, მოგონებებად გარდაიქცევიან და თანგვდევენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მსახიობების ბუნებრიობა, გულწრფელობა და სილაღე ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს ისტორია ნამდვილია და არა გამოგონილი. ვფიქრობ, სიყვარულის ეს ლამაზი ამბავი წლებს აუცილებლად გაუძლებს და თამამად ვიტყვი, რომ გაუძლო კიდეც, რისი ვარაუდის საფუძველს მისი გადაღებიდან გასული 19 წელი მაძლევს.❤️ “November is all I know, and all I ever wanna know.” ❤️🍁 Every month is november,Sara and I love you every day.This is our month.It never has to end. Surrender all the attempts to control life,yours or mine. I live for one thing: to love you, to make you happy, to live firmly and joyously the moment.🍁❤️#sweetnovember #ტკბილინოემბერი #news #goodplaces #opinion #photo #art Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
სალვადორ დალის ნამუშევრები
პრაღა... იყო დრო.. #goodplaces #opinion #art #sport Prague
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
სიკვდილი ყველას გვიღიმის, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გავუღიმოთ მას საპასუხოდ
5 ოსკარის,2 ოქროს გლობუსისა და 5 BAFTA-ს მფლობელი შედევრი 👑 რასელ ქროუსა და ხოაკინ ფენიქსის გენიალური შესრულება 👏🏻👏🏻 გთავაზობთ საუკეთესო ფრაზებს და დიალოგებს 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 🤫 "-მაქსიმუს, მაქსიმუს,შენ გეძახიან გენერალო!მონად გცეულო,ეძახიან მონას, რომელიც გლადიატორი გახდა! გლადიატორს, რომელმაც იმპერატორი გაომოიწვია!საოცარი ისტორიაა,ხალხს აინტერესებს როგორ დასრულდა იგი.სიკვდილის დრო დგება!კულმინაცია ახლოვდება!ერთ-ერთი უნდა მოკვდეს,რა უნდა იყოს შენთვის კეისართან ბრძოლაზე მნიშვნელოვანი? -შენ ჩემთან ბრძოლა გსურს? -რატომაც არა, გგონია რომ მეშინია? -მგონია,რომ შენ ყოველთვის გეშინია! -განსხვავებით მაქსიმუს დაუმარცხებლისა რომლისთვისაც უცხოა შიში! -ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ჩვენ ყველას სიკვდილი გვიღიმის და მხოლოდ ღიმილით შეგვიძლია გავცეთ პასუხი! -საინტერესოა, შენმა მეგობარმა თუ გაიღიმა სიკვდილის წინ? -შენ უკეთ იცი! ეს მამაშენმა მითხრა! -ვიცი გიყვარდა მამაჩემი,მეც მიყვარდა, გამოდის რომ ძმები ვართ!გამიღიმე ძმაო" 🤫 🧐 " პატივმოყვარეობაც ღირსებაა, ის გვაიძულებს გავხდეთ უპირველესი." 🧐 🤫 - როგორ გაბედე და ზურგი შემაქციე მონავ, ახლავე სახელი გვითხარი! - მაქსიმუს დაციმუს მერიდი, ჩრდილოეთ არმიის მხედართმთავარი, ფელიქსის ლეგიონის გენერალი, ჭეშმარიტი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის ერთგული მსახური. მამა მოკლული შვილისა, ქმარი მოკლული ცოლისა და მე შევძლებ შური ვიძიო ან ამ ან შემდეგ სიცოცხლეში. 🤫 ❤️ " რასაც ვაკეთებთ სიცოცხლეში, ჩვენი მარადისობის გამოძახილია. " მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ - ერთი ულამაზესი კადრი. ❤️#გლადიატირი #news #goodplaces #opinion #photo Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
გაქცევა შოუშენკიდან ( ჩემი შეფასება) ჩემთვის ნომერ პირველი ფილმი
ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ ყველაფერთან განშორებაც კი უჭირს. მაგალითად, ასე დაემართა ბიბლიოთეკარ ბრუქსს. იგი იმდენად შეეჩვია საპყრობილეს, რომ მისთვის კომფორტის ზონას მხოლოდ ციხის ერთფეროვანი გარემო წარმოადგენდა. მან ვეღარ შეძლო, რომ გარეთ გასული, თავისუფლებას გამკლავებოდა, ვერ აუწყო ცხოვრების სწრაფ ტემპს ფეხი(ბრუქსის აზრით, მთელ სამყაროს სადღაც ჯანდაბაში მიეჩქარებოდა). თავისუფლება ხომ მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. მაგრამ საჭიროა, რომ ცხოვრებას ფეხი ავაყოლოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იცხოვრო. მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟ მეფარნესგან. ის მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა უსწრაფესად ტრიალებდა და დასვენება თითქმის არ უწევდა, იგი მაინც შემართებით ანთებდა და აქრობდა ფარანს. ცხოვრებას კი შეძლებისდაგვარად უწყობდა ფეხს. ბრუქსის მსგავსი გრძნობა დაეუფლა ციხიდან გამოსულ რედსაც. მას არაერთხელ უნატრია კვლავ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. მან ხომ ორმოცი წელი დაჰყო ციხის კედლებში. გარეთ ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მას არაფერზე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა ციხისგან განსხვავებით, მაგრამ ესეც უცნაურობა იყო მისთვის. რედი ორმოცი წლის განმავლობაში თხოულობდა ნებართვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უკვე გათავისუფლებული კი მარტო იმაზე ფიქრობდა, გამოსაცდელი ვადა როგორ დავარღვიოო. მისი აზრით საშინელებაა მუდამ შიშში ყოფნა. უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც არ ეშინოდა. მარტო ერთი აკავებდა-პირობა, რომელიც ენდის მისცა. ბრუქსის და რედისნაირი აღგზნებული მარტო თავისუფალი ადამინაია. ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და არ იცის რით დამთავრდება. დავუბრუნდეთ ენდის და მის ურთიერთობას რედთან. ენდიმ გამოჩენსითანავე დაიპყრო შემდგომში უკვე ყველაზე ახლო მეგობრის გული. რედი ხომ სწორედ მასზე ჩამოვიდა ფსონს. თავდაპირველი დანახვისას რედს ეგონა, რომ ენდის ნიავიც კი წააქცევდა. იგი ისე მისეირნობდა თითქოს უდარდელი კაცი პარკში სეირნობსო, თითქოს უჩინარ მოსასხამში იყო გახვეული. მაგრამ თანდათან ენდი საკმაოდ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. დიუფრენმა დანარჩენი პატიმრების ყურადღება სახურავზე მუშაობისას მიიპყრო. მან ხომ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას ასწავლა როგორ უნდა შეენარჩუნება ძმის ანდერძის საფუძველზე მასზე გადაცემული ქონება. სანაცვლოდ კი მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ლუდი მოითხოვა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგებს მუშაობა გამარტივებოდათ. ენდის თავად წვეთიც არ დაულევია. ამ ფაქტმა დაკავებულებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათთვის ეს ამბავი ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მან ეს ასე იმიტომ გააკეთა, რომ პატიმრებში მეგობრები გაეჩინა, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ თავი ცოტა ხნით მაინც ეგრძნო თავისუფალ ადამიანად. ენდი საკმაოდ დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მან არამარტო თვითონ შეიგრძნო თავისუფლების გემო, არამედ სხვებსაც შეაგრძნობინა იგი. პატიმრები ცოტა ხნით თავს თავისუფალ ადამიანებად და მთელი სამყაროს მფლობელებად გრძნობდნენ. ეს კი ძალიან დიდ შვებას წარმოადგენს ნებისმიერი ციხეში მყოფი ადამიანისთვის. მათ ხომ თავისუფლება სწყურიათ. ფილმის ძალიან ემოციური ეპიზოდია ის, როდესაც ენდი საჯაროდ უკრავს მუსიკას. წამის მეასედით შოუშენკის ყველა ბინადარმა თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. ენდი ძალიან მზრუნველია, რადგან სხვების ბედნიერებისთვის მზადაა თავი გასწიროს. ციხე ადგილია, სადაც უამრავი დრო გაქვს და უამრავი საფიქრალი, საზრუნავი. კონცენტრირებას კი ახდენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დრო როგორმე მოკლა და რამეს გული გადააყოლო. დრო, რომელიც სამართებელივით გსერავს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გაუძლო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი განათლებაზე ფიქრს იწყებს ციხეში. მათ შორის ისინიც, ვისაც მასზე მანამდე არასდროს უფიქრია. ენდიმ არაერთ ადამიანს მიაღებინა განათლება და მისაცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა. „გაქცევა შოუშენკიდან“ ადასტურებს, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე ეს წარმოსადგენია. ენდი დიუფრენმა შეძლო ის, რაც ბევრს აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა. მან შეძლო, რომ გაქცეულიყო ციხიდან, შოუშენკიდან, რომლიდანაც გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ალბათ ისტორიას მსგავსი პრეცენდენტიც არ ახსოვდა. ასეა, ადამიანმა თუ მიზანი დაისახა და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მას აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. #goodplaces #opinion #photo
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ბირდმენი. შეფასება
რიგანი ცდილობს დადგას სპექტაკლი ბროდვეიზე, რომელიც რაიმენაირად ღირებული იქნება და გამოიყვანს მას ბერდმენის ჩრდილიდან. მას სურს, რომ მაყურებლისგან მიიღოს აღიარება, მაგრამ მის ქვეცნობიერში მყარად ზის ბირდმენი, მისი ბნელი მხარე, ალტერ-ეგო. ის იპყრობს რიგანს და მუდმივად ცდილობს, რომ მასზე ჰქონდეს კონტროლი. აგიჟებს იმითაც, რომ რობერტ დაუნიმ რკინის ჩუჩელით მილიონები მოხსნა, მას კი არაფერი გააჩნია, რიგანი ბერდმენის გარეშე უბადრუკი და საცოდავი ვინმეა. შესაძლებელია, ყველაფერი ეს ფსიქიური აშლილობაა, რაც გამოიწვია ყველა იმ სირთულემ, რასაც რიგანი წააწყდა ცხოვრებაში: ცოლთან განშორება, უფულობა, დედის გარეშე შვილის გაზრდა (შედეგი – „ნარკამანკა“), თვითმკვლელობის მცდელობა, კარიერაში ლუზერია. აშკარაა, რომ რიგანი არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული, ამას ადასტურებს ის მომენტი როცა, ვითომ და ტელეკინეზის მეშვეობით საგრიმიოროში ამსხვრევს ყველაფერს, ხოლო როდესაც ოთახში შემოდის ზაკ გალიფიანაკისი, ირკვევა, რომ საცოდავი რიგანი ყველაფერს საკუთარი ხელებით ამტვრევს. ან მისი ფრენის მომენტი ქალაქის თავზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მოძრაობაა, რომლის საფასურიც არ გადაუხდია. გმირი მთლიანად დებს ყველაფერს რაც გააჩნია რეიმონდ კარვერის პიესაში, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში მოსწონებია მისი მსახიობური ნიჭი. როცა ვამბობ, რომ გმირი დებს ყველაფერს პიესაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. დაავაკვირდეთ, როგორ კავშირშია პიესა და გმირის ცხოვრება ერთმანეთთან: დასაწყისშივე, რეპეტიციაზე ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს, რომ მან ჯერ სცემა ქალი, ათრია მთელ სახლში, ხოლო შემდეგ კი სიყვარულს ეფიცებოდა. იგივეს ეუბნება რიგანი თავის ცოლს საგრიმიოროში, ოღონდ მან ცოლს დანა ესროლა და არ ცემა. ან კიდევ დასკვნით ნაწილში, როცა პიესის გმირი ამბობს: რა ხდება ჩემს თავს, რა მაკლია, რატომ არ შემიძლია ვინმეს სიყვარული მოვიპოვო? მე არ ვარსებობ. ზუსტად ასეთად თვლის რიგანი თავის თავს. ის არ არსებობს, როგორც პიროვნება, მხოლოდ ბერდმენია. რიგანი კი ბერდმენის აჩრდილია. ერთი მომენტია დასაჭერი სცენარში და ეს, დარწმუნებული ვარ, ინიარიტუს გათვლაა: რიგანი თავის თავს თვითმფრინავში ადარებს ჯორჯ კლუნს და ამბობს საინტერესო ფრაზას: „რამე რომ მოხდეს, გაზეთის პირველ გვერდზე კლუნი იქნება და არა მე“, ჩრდილშია აქაც და კლუნი შემთხვევით არაა ნახსენები, სწორედ მან შეცვალა ბეტმენის როლში მაიკლ კიტონი და აქაც დაიჩრდილა (საღოლ ალეხანდრო). სწორედ ამიტომ ცდილობს რიგანი მოიპოვოს ხალხის აღიარება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კრიტიკოს ტაბიტას რეცენზიაზე. აქ უკვე უნდა დავაკვირდეთ თვით ფილმის სათაურს: „ბერდმენი ან უცოდინრობის მოულოდნელი უპირატესობა“. უცოდინრობა კი არის ზუსტად მაყურებლის უუნარობა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი. სწორედ ამიტომ ნერვიულობს რიგანი იმ ერთ რეცენზიაზე, მასზეა დამოკიდებული ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: ან დარჩება ბერდმენად, ან ბოლო-ბოლო მისი ტალანტი მოიპოვებს აღიარებას კრიტიკოსებში, მაშასადამე მაყურებელშიც, რომელიც საკუთარი აზრის არქონიდან გამომდინარე იზიარებს კრიტიკოსის აზრს. რიგანმა უნდა მოკლას ბერდმენი თავის თავში. და რა ხდება სინამდვილეში? ბერდმენის ნაცვლად, თავის თავს ხომ არ კლავს რიგანი? ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვერსიას ფილმის დასასრულის შესახებ: 1. რიგანი კვდება მაშინ, როდესაც ნაბახუსევზე სახურავიდან ხტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ფანტაზიაა, მათ შორის საგრიმიოროში ცოლთან დიალოგიც. ამ სცენის დროს რიგანი წევს მაგიდაზე და გარშემო უამრავი ვარდი აქვს შემოლაგებული, რომელიც მას არ უყვარს. ეს შეიძლება დაკრძალვის იმიტაცია იყოს. ეს ვერსია არ არის მართალი და ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლის გამოჩენა. არამგონია ფანტაზიაში რიგანს წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს მას ვიღაც ფულის გამო. 2. რიგან კვდება მაშინ, როცა ხტება თავის პალატიდან. მაგრამ ამას აბათილებს ემა სთოუნის (შვილის) რეაქცია, რომელიც იყურება ქვემოთ და აშკარად ვერაფერს ხედავს, არავითარი შიში და ნერვიულობა მის სახეზე არ არის. 3. მესამე ვერსია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული: რიგანი თავს იკლავს სცენაზე იარაღით. რატომ? ამის შემდეგ რაღაც არარეალურად კარგად არის ყველაფერი, ცოლთან შერიგება, ტაბიტასგან გასაოცარი რეაქცია, ჯეკის (ზაკ გალიფიანაკის) დაპირება, რომ მისი პიესა ევროპაში იმოგზაურებს და ყველგან ანშლაგი იქნება, ასევე შვილთან ურთიერთობის დალაგება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ შეიძლება ასე კარგად იყოს ყველაფერი, მხოლოდ სამოთხეში, ალბათ. ბოლო ვერსიის მიმართ რამდენიმე „კონტრარგუმენტი“ მაქვს: ჯერ ერთი, ცოლთან და შვილთან შერიგება მანამდე დაიწყო. ცოლი მას კოცნის, ხოლო შვილი Twitter-ში არეგისტრირებს მას და ზრუნავს მის PR-ზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – აღფრთოვანებული მაყურებელი სპექტაკლის პირველივე აქტის შემდეგ გამოცვივდა თეატრიდან შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. და, რაც მთავარია – არც მაყურებელმა და არც ტაბიტამ არ იცოდნენ, რომ ტყვია ნამდვილი იყო, ტაბიტა მსახიობის გასაოცარმა თამაშმა წამოაყენა თავისი ადგილიდან, მიხვდა, რომ იგი ვერანაირად ვეღარ დაწერდა უარყოფით რეცენზიას, ამით იგი დასაცინი გახდებოდა და მას რიგანის შურისძიებაში ამხელდნენ. რიგანმა დაამარცხა ტაბიტა. და აი აქ უკვე ვხვდები, რომ რიგანი ცოცხალია!!! მკვდარია ბერდმენი, რომელიც დამცირებული და დაჩაგრული ზის უნიტაზზე და ხმასაც აღარ იღებს. #goodplaces #opinion #photo
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი "
⭐️ ჯეიმს იუჯინ ქერი დაიბადა 1962 წელს,კანადაში. 🇨🇦🍁 ⭐️ მისი კარიერა მოიცავს ოქროს გლობუსის 7 ნომინაციას და აქედან 2 ჯილდოს ფილმებისთვის : “თრუმენის შოუ”(1999) და “ადამიანი მთვარეზე”(2000). 🏆🎗️ ⭐️ამათ გარდა მას აქვს სხვა 47 ჯილდო და 95 ნომინაცია. 🎖️🏆 ⭐️ ადრეულ წლებში ჯიმი და მისი ოჯახი მუშაობდნენ ქარხანაში რათა ცხოვრებისთვის მინიმალური სარჩო მოეპოვებინათ. ⭐️ჯიმი 16 წლის ასაკში სკოლიდან გამოუშვეს. ⭐️ბავშვობაში იძინებდა ფეხსაცმლით, იმ შემთხვევაში თუ ღამით მის ოჯახის წევრებს გართობა მოესურვებოდათ.❤️ ⭐️ მამა პირველად გახდა 25 წლის ასაკში, როცა მისმა ყოფილმა ცოლმა მელისა ქერიმ გააჩინა გოგონა სახელად ჯეინი 1987 წელს. 👨‍👧💙 ⭐️ ხოლო ბაბუა გახდა 48 წლის ასაკში, როცა ჯეინმა გააჩინა ბავშვი სახელად ჯექსონი. 👴💙 ⭐️ 1999 წლიდან 2000 წელამდე დანიშნული იყო რენე ზელვეგერზე(ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი), მათ ჰქონდათ ქორწილის გეგმებიც თუმცა ყველაფერი ჩაიშალა. 🤯🧐 ⭐️ 2004 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, რითაც გახდა ორი ქვეყნი( მშობლიური კანადისა და აშშ-ს) მოქალაქე. 🇺🇲🇨🇦💪 ⭐️ მსახიობობა ისწავლა ლეგენდარული მწრთვნელის, ლარი მოსისგან. 💥 ⭐️ ჯიმი ამბობს რომ მისი მტკივნეულად მორცხვი და მოსიყვარულე პერსონაჟი ჯოელი, ფილმიდან “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” ცხოვრებაში ცოტათი ჰგავს მას და გადაღებებზე იგი ფიქრობდა და იყენებდა მაგალითებად თავის განვლილ და ჩავარდნილ ურთიერთობებს. 💙 ⭐️ ჯიმს უმუშავია სერიალ “მეგობრების” ორ მსახიობთან ერთად. ესენია: კორტნი კოქსი - “ეის ვენტურა”(1994) და ჯენიფერ ენისტონი - “ყოვლისშემძლე ბრიუსლი”(2003).❤️ ⭐️ “People Magazine” -ის მიერ შესული იყო 50 ყველაზე მშვენიერ ადამიანთა სიაში, ასევე “UK magazine”-ის 1997 წელს შედგენილ სიაში “ტოპ 100 ყველა თაობის საუკეთესო კინოვარსკვლავი” 54-ე ადგილას იმყოფებოდა. 😲🙈 ⭐️ ენდი კაუფმანი იყო ამერიკელი კომიკოსი, მწერალი,არტისტი ვისი როლიც ჯიმმა შეასრულა ფილმში “ადამიანი მთვარეზე”(1999). ⚡😇 ⭐️ ასევე ენდი კაუფმანსა და ჯიმს, ორივეს აქვს დაბადების დღე 17 იანვარს. ❤️ ⭐️ რეპერ თუფაქ შაკურის (2Pac) საყვარელი მსახიობი იყო ჯიმ ქერი. ციხეში ყოფნის დროს კი ჯიმი წერილებს უგზავნიდა მას რათა გაემხიარულებინა.❤️ ⭐️ განიხილებოდა ჯეკ ბეღურას როლზე “კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის”, ასევე უილის როლზე ფილმისთვის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, თუმცა ორივე როლი ჯონი დეპმა მიიღო. 🏴‍☠️🤯 ⭐️ “დოქტორი ვინ”-ის შესახებ არაფერი იცოდა სანამ დოქტორის როლი არ შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა, დიდი პასუხისმგებლობა უწოდა, რადგან მისი აზრით, ფანებს არ მოეწონებოდათ დოქტორის როლი შეესრულებინა ისეთ მსახიობს, რომელსაც მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი ჰქონდა განაგონი. 💥 ⭐️ ჯიმი პირველი მამაკაცი მსახიობია რომელმაც ერთი როლისთვის მიიღო 20 მლნ დოლარი. ეს იყო ფილმი “კაბელის ხელოსანი”(1996). 4 წლის შემდეგ, 2000 წელს კი ჯულია რობერტსი გახდა პირველი ქალი მსახიობი რომელსაც გადაუხადეს 20 მლნ დოლარი ფილმისთვის “ერინ ბროკოვიჩი”. 🤫😳 ⭐️ ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ჯიმი მისი საუკეთესო მეგობარი მამაკაცია. 💙 ⭐️ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი”. 💙 ⭐️ ჯიმი დიდი ფანია სერიალ “ვარდისფერი პანტერის”. 🌌 😵 ჯიმის ყოფილი შეყვარებული 2015 წელს გარდაიცვალა ზედოზირებისგან. 🥺 💙 “ვინც ქორწინება გამოიგონა, ძალიან სულელი ყოფილა, რადგან ქორწინება ამბობს: “მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ რომ ამ ამბავში ჩავრავ მთავრობას და ვეღარასდროს მიმატოვებ” 🤫#ჯიმქერი #ქერი #მსახიობი #hollywood #facts #goodplaces #news #opinion #photo #funny #art
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ნარუტოს ძალების ანალიზი
ნარუტო იყო აკადემიის არასასურველი სტუდენტი, ის სამჯერ ჩაიჭრა გამოცდაზე სანამ საფინალო არ ჩააბარა და შინობი არ გახდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა მან მაინც შეძლო უდიდესი პოტენციალის ჩვენება და საკმაოდ გაძლიერდა მან დაამარცხა იმ პერიოდის უამრავი ძლეირი შინობი მაგ: ნეჯი ჰიუგა, გაარა, კაბუტო იაკუში და ჯირაიასგან აღიარებაც მოიპოვა. ჯირაიას გავლით მან შეძლო მიებოკუს მთაზე ვარჯიში და იქ მიღებული ძალით საკმაოდ გაძლიერდა.. ნარუტომ აკაცუკის რამოდენიმე წევრიც დაამარცხა და პეინთან ბრძოლის შემდეგ გმირის წოდებაც მიიღო. ნარუტომ უდიდესი როლი ითამაშა მეოთხე მსოფლიო ომში და დაამარცხა მეტოქეები რომელებიც საფრთხეს უქმნიდნენ სამყაროს.. სასკე უჩიჰა, კაგუია, ობიტო უჩიჰა. ამ ყველაფრის შემდეგ ის გახდა თავის დროის უძლიერესი შინობი. მას განსაცვიფრებელი ძალის არსენალი აქვს.. მხოლოდ სასკეს თუ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა(შინობებიდან).. როგორც უზუმაკი და აშურას რეინკარნაცია ნარუტოს უზარმაზარი ჩაკრის მარაგი აქვს. ჯერ კიდევ თავიდანვე ძალიან დიდი ჩაკრა ქონდა ხოლო მას შემდეგ რაც ისწავლა კურამას კონტროლი და მიიღო ბაყაყების და რიკუდის სენჯუცუ მისი ჩაკრის მარაგი კიდევ უფრო გაიზარდა.. მან მარტივად ისწავლა ჩაკრის მართვა და მეოთხე ომში ის უნაწილებდა კიდეც შინობებს, ჩაკრას. ეს ყველაფერი მას აძლევს ძლეირ რეგენერაციას, გამძლეობას და დიდ ენერგიას. ჯერ კიდევ მოეთხე ომში ის განუწყვეტლივ დღეები იბრძოდა და ბოლოს სასკეს ებრძოლა და ბოლომდე მაინც არ გამოლევია ჩაკრა. ბორუტოში კი ჩაკრის მარაგი რათქმაუნდა კიდევ გაეზარდა + ჰაშირამას გენებიც მიიღო. ტაიჯუცუში თავიდან ნარუტო არ იყო კარგი, რადგან ერჩივნა ნინჯუცუ და მსგავსი შეტევები.. კლონებით შეტევები,რასენგანით შეტევები და ასე შემდეგ.. ხოლო მას შემდეგ რაც ჯირაიასთან ივარჯიშებს ის ტაიჯუცუში საკმაოდ ძლიერდება ხოლო საბოლოოდ ყველა ძალის მიღების შემდეგ ის წარმოუდგენლად კარგია ტაიჯუცუში.. ბორუტოში ის გარკვეულ პერიოდში ტაიჯუცუს ოსტატ მომოშიკის ჯაბნის ეს კი ყველაფერს ამტკიცებს. ნარუტო ძალიან ძლიერი 9 კუდას ჯინჩურიკია. მას შემდეგ რაც 9 კუდას კონტროლი ისწვალა ნარუტო ძალიან გაძლიერდა. გამძლეობით,ჩაკრით,სისწრაფით და ასე შემდეგ.. მან შეძლო და 9 კუდას არასრული მოდით სიჩქარეში იმ დროის ყველაზე სწრაფი შინობი 4 რაიკაგე დაჯაბნა.. ხოლო მას შემდეგ რაც მიიღო სრული მოდი ის კიდევ უფრო გაძლიერდა.. 9 კუდას ჯინჩურიკობას ამის გარდა სხვა უპირატესობებიც აქვს.. ნარუტოს შეუძლია 9 კუდას ავატარის აგება რაც ძალიან ძლიერი რამაა.. ის გამოიყენება არამარტო შესატევად არამედ დასაცავადაც როგორც მომოშიკისთნ გააკეთა. ჩვენ ვნახეთ რაოდენ ძიერი დაცვა აქვს კურამას. შეტევაც ერთერთ უძლიერესი აქვს.. კუდიანის ბომბი ძალიან ძლიერი რამაა. თან კურამა თავისუფლად ედგა სასკეს სრულყოფილ სუსანოს. ასევე კურამას გავლით მას შეუძლია სხვა კუდიანებთან დაკავშირება.. ნარუტო ასევე იდეალურად ფლობს ნინჯუცუს. მას აქვს მიებოკუს გამოძახე გამაკიჩი,შურიკენჯუთსუ,ფუჯინჯუთსუ, სეიჯ მოდი, 9ა კუდას მოდი, რიკუდოს მოდი და ის ფლობს ყველს სტიქიას.. ასევე მას შეუძლია ბუნებრივი გარდაქმნები ანუ რა იგულისხმება ამაში ლავაშურიკენ რომელიც მადარას წინააღმდეგ გამოიყენა და ასეთი ტექნიკები.. იდეაში უნდა ფლობდეს ხის სტილსაც მაგრამ ამაზე მარჩიელობას არ დავიწყებ.. ასევე მინდა ავღნიშნო მისი ჩრდილის კლონები.. მისი ჩრდილის კლონები ძალიან ძლიერები არიან და ძალიან გამძლეებიც. 4 ომში ეს ნათლად გამოჩნდა. იმდენად ძლიერი კლონები აქვს რომ თუ სერიოზულად არ დააზიანე ვერაფერს დააკლებ. ჩემი აზრით კი მისი კლონი უამრავ ძლიერ შინობს დაუდგება და მოერევვა კიდეც. ასევე მინდა ახვნიშნო ისიც რომ მისი კლონები საკმაოდ კარგ წინააღმდეგობას უწევდა ლიმბოებსაც.ნარუტოს ზოგადად უამრავი კლონის გაკეთება შუძლია მისი ჩაკრის გამო მას თავისუფლად შეუძლია მაგალითად 1000 კლონის შექმნა. მის სენჯუცუს რაც შეეხება. რიკუდოს სენჯუცუ მას ძალიან აძლიერებს ყველა ასპექტში. იქნება ეს ფიზიკური ძალა,ჩაკრა თუ სისწრაფე.. რაც შეეხება მის სისწრაფეს როგორც მინიმუმ სხივის სიჩქარე მაინც აქვს. ზოგადად რიკუდოს სენჯუცუმ ძაან გააძლიერა ნარუტო მადარა აღფრთოვანებული იყოს მისი ძალებით+გუდოდამები და ფრენა.. ასევე მინდა ავღნიშნო ისიც რომ ნარუტოს აქვს ძალიან დიდი ფიზიკური ძალა რაც ტონერისთან ბრძლაში გამოჩნდა და არამარტო ტონერისთან ზოგადადაც. რიკუდოს სენჯუცუმ ნარუტოს ინის და იანის ერთობლივი ძალა მიანიჭა. ამის შემდეგ ნარუტომ შეძლო კაკაში თვალის აღდგენა და 8 შიდა კარიბჭის ეფეცტის შეჩერება.. ხოლო რაც შეეხება ბრძოლის IQ საკმაოდ კარგია ამაშიც შეიძლება ცოტა სულელი შინობია მაგრამ როცა საქმე ბრძოლას ეხება საკმაოდ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მაშტაბზე გათვლილი მისი ყველაზე ძლიერი ტექნიკა ალბათ აშურას კურამას ავატარით შექმნილი რასენგანია შეიძლება ყველაზე ძლიერი არაა მაგრამ ერთერთი უძლიერესი ნამდვილად არის. საბოლოოდ კი დასკვნის გამოტანა მარტივია ის ძალიან ძლიერი შინობია მონსტრია და ძალიან არ მომწონს როდესაც არ აფასებენ ამ პერსონაჟს.. #goodplaces #opinion Tbilisi #naruto #photo #news
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
რატომ ჰქონდა ჰაკუს გოგოს სახე ?
🔥🧡 მთავარ თემას სანამ შევეხები მინდა ზოგადად დიზაინის ფუნქციებზე ვისაუბრო. დიზაინი ხაზს უსვამს პერსონაჟის პიროვნულ თავისებურებებს(მაგ. შინოს დახურული ტანისამოსი მის ჩაკეტილობას,ნარუტოს ღია ფერის ტანსაცმელი იმას,რომ ის პოზიტიური პერსონაჟია და ა.შ),შეუძლია აქციოსპერსონაჟი უნიკალურად და დამამახსოვრებელად,ხოლო სხვა რაკურსით რომ შევხედოთ დიზაინის ელემენტები ხშირ შემთხვევაში პერსონაჟის გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობაზე მიგვითითებს(მაგ. აკაცუკის ჩაცმულობა,სოფლების უნიფორმა),და საბოლოოდ ჩაცმულობა(რომელიც ასევე დიზაინის შემადგენელი ნაწილია) ზოგიერთ შემთხვევაში არის სტატუსის მაჩვენებელი(მაგ. ფეოდალებს მარაოსმაგვარი თავსაბურავი ადევთ და როგორც ჩანს ეს მაღალი სტატუსის მაჩვენებელია.) 🤯🧐 თუმცა რა ხდება კონკრეტულად ჰაკუს შემთხვევაში?ის ფაქტი რომ ის ბიჭია და გოგოს სახე აქ მას დამამახსოვრებელ და ორიგინალურ პერსონაჟად აქცევს.უბრალოდ დაფიქრდით,რამდენად დაგამახსოვრდებოდათ ჰაკუ ზემოთ აღწერილი ფაქტი,რომ არა(ასევე ისიც რომ პირველი სერიოზული ბოროტმოქმედია და საკმაოდ ტრაგიკულად მოკვდა.)ეს უცნაურობა რომ არა დიდი ალბათობით ყველა მალე მიივიწყებდა ჰაკუს,რადგან შესაძლებლობებიც არ აქვს განსაკუთრებული და წარსულიც საკმაოდ ბანალური აქვს.ასევე გამომდინარე იქიდან რომ ჰაკუ და ზაბუზა პირველი სერიოზული ბოროტმოქმედები იყვნენ საჭირო იყო მათით მაყურებლის დაინტერესება,რათა მას გაეგრძელებინა ანიმეს ყურება შესაბამისად საჭირო იყო ორიგინალური შტრიხები მათ დიზაინში და სწორედ ამად გვევლინება ჰაკუს ქალურობა. 🔥🧡 როგორც უკვე აღვნიშნე,დიზაინი ხაზს უსვამს პერსონაჟის პიროვნულ თავისებურებებს.ის ფაქტი,რომ ჰაკუს გოგოს სახე აქვს ხაზს უსვამს მის მზრუნველ ბუნებას,სულიერ სისათუთესა და სინაზეს(ვინაიდან ქალურობას მზრუნველობას და სინაზეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთდაკავშირებულ ცნებებად ითვლება. 💯😮 ასევე საინტერესო ვარაუდი ვნახე ადრე ერთ-ერთი ქართული გვერდის კომენტარებში.ეს ვარაუდი ჰაკუს ქალურობას ხსნის ანიმეს შინაარსიდან და არა დიზაინის პერსპექტივიდან.ამ კომენტარის ავტორს თუ დავუჯერებთ ჰაკუ ირგებს ქალის როლს განგებ იცმევს ქალურ ტანსაცმელს და იზრდის თმას,რათა არ ამოიცნონ და მოკლან(ვინაიდან ის ძებნილი ნინძაა.)ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.#anime #manga #naruto #movies #goodplaces #opinion #news #photo #art
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ყველაზე დადებითი უარყოფითი გმირი. უცნობი ფაქტები დედპულის შესახებ
🤫 პანსექსუალური თავგადასავლები 🧐 ყველა გმირს აქვს სასიყვარულო ისტორია. ამიტომაც პირველი ფილმის შემქმნელებმა უეიდ უილსონს მშვენიერი პარტნიორი – ვანესა (მორენა ბაკარინის გმირი) მოუძებნეს. რაიან რეინოლდსი ამბობს, რომ პირველი ნაწილი რომანტიკული ფილმია, სიქველი კი ამ წყვილის ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს. სინამდვილეში, კომიქსების მიხედვით დედპული ტრაგიკული გმირია. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ძნელია, მუდმივი პარტნიორი ჰყავდეს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ დედპული პანსექსუალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ან რომანტიკული გრძნობები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სქესი და გენდერული იდენტობები. მიუხედავად იმისა, რომ დედპულს მეგობარი გოგოები არ აკლია, აქვს პერიოდები, როდესაც კეიბლის მომხიბვლელ ტანზე ფიქრობს. ის ხვდება უცხოპლანეტელებს და სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სიკვდილთან. კომიქსებში გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედი – დედპული, სიკვდილი და თანოსი. ⚡ ვამპირული საქორწილო ზარები ⚡ Marvel-ის კომიქსების სამყაროში დრაკულა ერთ-ერთი ჩვეულებრივი გმირია. ის, როგორც წესი, ვამპირებს ხელმძღვანელობს, სისხლით იკვებება და პერიოდულად ბლეიდთან აქვს შეტაკება. თუმცა, ერთხელ მისი და დედპულის გზებიც გადაიკვეთება… ვამპირების მეფემ მოლაყბე დაქირავებულ მკვლელს დაავალა, მოეძებნა კრისტალის კუბო, სადაც მისი საცოლე – შიკლა გახლდათ გამომწყვდეული. საქმროსთვის სამწუხაროდ, რამდენიმესაუკუნოვანი ძილისგან გამოფხიზლებულ შიკლას უეიდი მოეწონა. მისი არაორდინალური ქცევები და უკვდავება მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაღვიძებული ქალბატონისთვის. ისინი გადაწყვეტენ, ერთად იცხოვრონ მონსტროპოლისში. ესაა კატაკომბები ნიუ-იორკის ქვემოთ (აი, რამდენად დიდია კომიქსური სამყარო ეკრანიზაციებთან შედარებით). დიდ ქორწილსაც იხდიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გრძელდება. 🤫 მისი ბოროტი ტყუპისცალი 🤫 დედპულის მთავარი უნარი რეგენერაციაა. უეიდს შეუძლია, მრავალი ტრავმა გადაიტანოს, აღიდგინოს დაკარგული ნაწილები და თავის გარეშეც კი იცოცხლოს. უხეშად რომ ვთქვათ, ის უკვდავია, და სწორედ ამის გამო ისეა დაკომპლექსებული, რომ სიკვდილთანაც კი ცდილობს ურთიერთობას. ვინაიდან დედპულის ორგანოები და ნაწილები ყველგანაა მიმოფანტული, სამყაროში გროვდება მისი ძალიან ბევრი ხელი, ფეხი, თითები და სხეულის სხვა ნაწილები. ეს ნაწილები ერთიანდებიან და ცოცხლდებიან ვოლტრონად – ბოროტ დედპულად. ბოროტი დედპული ცოტათი ფრანკენშტეინს გვაგონებს და საშინელი შესახედია: სხვადასხვა ზომის სხეულის ნაწილები, ორი მარჯვენა ხელი და ა.შ. მისი მთავარი მიზანი პარალელურ სამყაროებში სხვა ყველა დანარჩენი დედპულის განადგურებაა. 🤯 მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო 🤯 მკითხველებმა უეიდ უილსონი 1991 წელს გაიცნეს კომიქსიდან “New Mutants”. 1997 წლიდან კი ამ პერსონაჟმა დამოუკიდებელი კომიქსიც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ დედპული გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე ჩვენ გვგონია. რამდენიმე წლის წინ Marvel-მა “შემთხვევით” აღმოაჩინა დედპულის საარქივო მასალა. ამ მასალიდან მკითხველებისთვის ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ეს პერსონაჟი 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა, სტენ ლიმ ეს გამოცემა დაბლოკა. მაშინდელი გადმოსახედიდან, ის ზედმეტად პროვოკაციული და სულელური ჩანდა. ახალ კლასიკურ გამოცემებში უეიდი ხვდება ტონი სტარკს, რომელიც ალოკოჰოლიზმით იტანჯება; კარგ დროს ატარებს რკინის მუშტთან და ლუკ კეიჯთან ერთად; ეხმარება ნიკ ფიურის დროში მოგზაურობასა და ადოლფ ჰიტლერის განადგურებაში. 🤓 დედპული და არანაირი კიტრი 🤓 უკვდავება არ ნიშნავს, რომ შენი მოკვლა გამორიცხულია. დედპულიც კი, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, რამდენჯერმე მოუკლავთ. თუმცა, კომიქსებში არავინ კვდება სამუდამოდ. ამიტომაც უეიდი ცოცხლდება. მას თანოსი აცოცხლებს – სხვადასხვა სახით. გაცოცხლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ იდეალისტ დედპულს, დამსჯელ დედპულს, იუმორისტ, გიკ და მგრძნობიარე დედპულებს. მათ შორის ყველაზე უცნაური ის დედპულია, რომელიც ერთადერთ ფრაზას ამბობს: არანაირი კიტრი. ეს ამბავი DC-ის ცნობილი კომიქსის – სუპერმენის სიკვდილის პაროდიაა. როდესაც სუპერმენი დუმსდეისთან ბრძოლაში იღუპება, ჩნდებიან ახალი სუპერმენები, რომლებმაც არსებული სიცარიელე უნდა შეავსონ. 🌚 დედპული და მასობრივი გენოციდი 🌚 ზოგადად დედპული ანტიგმირია, მაგრამ მას გარკვეული ქცევის კოდექსი აქვს. მაგალითად, ის იცავს ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძვის. დაეხმარა ანგელოზს იქს-ადამიანებიდან, საკუთარი სხეულის ნაწილი დათმო სუპერგმირის გადასარჩენად… თუმცა, ამის მიუხედავად, არის მომენტები, როდესაც უეიდ უილსონი სასიკვდილო მანქანად გადაიქცევა ხოლმე. ასე მოხდა 12101 დედამიწაზე მყოფი დედპულის შემთხვევაში. წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, მან დაკარგა განსჯის უნარი და ყველა სუპერგმირი დახოცა. მერე ამაზეც არ გაჩერდა და დაერია ლიტერატურულ პერსონაჟებს, რომლებიც სუპერგმირების პროტოტიპები არიან. მათ შემდეგ გაგიჟებული დედპული გადავიდა კომიქსების ავტორებსა და მხატვრებზე, რომელთა დამსახურებაც გახლდათ მისი წყობიდან გამოსვლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რას უზამდა დედპული იქს-ადამიანები: დასაწყისის შემქმნელებს, რომლებმაც ის ცუდ პერსონაჟად გამოიყვანეს…#დედპული #deadpool #opinion #hollywood #facts #news #photo #goodplaces #events