პანიკა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე-ნავერიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139719# პანიკა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში!- ასე მიმართავს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს. "ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონავირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება“, - წერს თამაზ ნავერიანი.
0