ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმები არ დაიწერება
52 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

"საგანგებო რეჟიმის პირობებში ავტომფლობელებს ტექგაუმართაობის გამო ჯარიმები არ დაეწერებათ",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ტექმომსახურების სერვისი შეზღუდული არ არის და მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნული მომსახურებით თავისუფლად სარგებლობა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ტექდათვალიერების სერვისცენტრები ვალდებულნი არიან დაიცვან დეზინფექციისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული მთავრობის სხვა რეკომენდაციები.

#ტექინსპეტრირება #საქართველო #მანქანა
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
3
Write a comment