98 votes
comments
shares
Save
უკრაინაში, რუსეთის დავალებით, COVID-19-ზე ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდნენ
135 reads
Keso Bigvava
Tbilisi · 4 months ago

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 38 ადამიანი გამოვლინა, რომლებიც ახალი კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ 38 ადამიანიდან რამდენიმემ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის "სერიოზული მუხლები" დაარღვია.

მაგალითისთვის, 23 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ დნეპრიში ერთერთი ინტერნეტ-აგიტატორის დააკავა, რომელიც რუსეთის დავალებით სოციალურ ქსელებში უკრაინაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ტყუილ ინფორმაციებს ათავსებდა. უუს-ის ცნობით, დაკავებული პირი მიზნად ისახავდა უკრაინის კონსტიტუციური წყობის მორღვევას და ამ დავალებას ის რუსეთის ფედერაციის "კურატორისგან" იღებდა.

უწყების ცნობით, დნეპრიში მაცხოვრებელთა შორის პანიკის დათესვის მიზნით, დაკავებული პირი აკეთებდა ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ასახული იყო მაღაზიებში ცარიელი დახლები და რიგები აფთიაქებში. ამასთან, ის იღებდა სპეცტექნიკისა და სამართალდამცველების მუშაობას.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პროპაგანდისტის მიერ გავრცელებული ყალბი ამბებიდან ერთერთი იყო ვიდეო იმის შესახებ, რომ თითქოს, საქალაქო ტრანსპორტში ჩხუბი მოხდა, რადგან ერთერთი მგზავრი ახველებდა და ახალი კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა.

უკრაინაში ახალი კორონავირუსის 84 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 1 განიკურნა, სამი კი - გარდაიცვალა.

#კორონავირუსი #რუსეთისმთავრობა #უკრაინა #რუსეთიოკუპანტია #პროპაგანდა
Keso Bigvava
Tbilisi · 4 months ago
98
Write a comment