თავგანწირული მეფე!

0
სიმონ I იყო ქართლის მეფე და ლუარსაბ I-ის ძე. მამამ მას გარისის ბრძოლაში 1556 წელს ქართლის მთავარი რაზმის შემტევად დანიშნა. ლუარსაბმა ამ ბრძოლაში დიდი სიმამაცე გამოიჩინა და უამრავი ყიზილბაში დახოცა. ის ბრძოლაში გამოირჩეოდა თავისი მანერებით, გონიერებით, სტრატეგიულობით და სიმამაცით. გარისის ბრძოლაში ლუარსაბ პირველის ცხენი ყიზილბაშებმა დაჭრეს და ის ცხენიანად ხევში გადავარდა. სიმონმა მას მოუსწრო მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის მას ხელებში ჩააკვდა. სიმონი შეეცადა თბლისის დაბრუნებას, მაგრამ ყიზილბაშები კარგად იყვნენ გამაგრებულნი და სიმონმა მათ ჯარს ვერ სძლია და ამის შედეგად ის ციხედიდის ბრძოლაში 1561 წელს დამარცხდა. მას ასევე აუჯანყდა მისი უმცროსი გამაჰმადიანებული ძა დაუთ-ხანი. სიმონისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და დიღომთან და სამადლოსთან გამართულ ბრძოლებშ ორივეგან დაამარცხა.1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილმა სიმონ პირველი მოტყუებით ოსმალოებს ჩააბარა და ჩვენი მეფე ალამუთის ციხეში გამოკეტეს. 9 წლის მანძილზე ის მტკიცე უარზე იყო მაჰმადიანობის მიღებაზე. ირან- ოსმალეთის ომში შაჰმა ის გაათავისუფლა და კვლავ ქართლის მეფედ დანიშნა.მალე სიმონმა ის გაანთავისუფლა ოსმალოებისგან დაპყრობილი მრავალი ციხესიმაგრე. 1599 წელს სიმონმა აიღო გორის ციხე და გაანთავისუფლა იქაურობა. ნახიდურთან ბრძოლაში ოსმალოებს დიდი ჯარი ყავდათ და ქართველებს მოუწიათ რომ დაეხიათ. იქვე ახლოს სოფელ ფარცხისთან სიმონი ტყვედ ჩავარდა და ის სტამბოლში ედიყულეს სასახლეში გამოკეტეს. ქართველებმა მისი დახსნა ბევრჯერ სცადეს მაგრამ უშედეგოდ და ჩვენი მეფე ტყვეობაშ გარდაიცვალა.
0