“გემუდარებით დარჩით სახლში...მერე სანანებლად არ გაგიხდეს” - არქიმანდრიტ იონეს მოწოდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139727# გემუდარებით, ღვთის გულისათვის დარჩით სახლებში და ერთად ვილოცოთ ერთმანეთისთვის!- წერს და მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღვარი ქართველ ხალს სოციალურ ქსელში. "ჩემთვის ყველაზე მაგარ ქვეყანას დედამიწაზე საქართველოს! ჩემთვის ყველაზე მაგარ ადამიანებს, მეგობრებს, მეზობლებს, უბნელებს, ნაცნობ უცნობებსა და ერს და ბერს! გემუდარებით, დარჩით სახლებში და გაუფრთხილდით პირველ რიგში ჩვენ მოხუც ბებია ბაბუებს, ასაკოვან მშობლებს, რომლებმაც სიცოხლე გვაჩუქეს და ეხლა დიდი რისკის ქვეშ დადგა მათი ჯანმრთელობა!გაუფრთხილდით ყველას, ყველას!სანამ გვიანი არ არის და მერე სანანებლად არ გაგვიხდეს! რაც ამ ქვეყანაში ხდება(იტალიაში) უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაცდელისთვის.და ამის მიზეზი სწორედ დაუდევრობა და გულგრილობა გახლდათ! ეხლა კი ნანობენ, რომ არ დარჩნენ სახლებში და ვერ აიცილეს თავიდან ასეთი ტრაგედია!ყოჩაღ საქართველოს ხელისუფალს, კარგად დაიწყეთ და კარგად დაგემთავრებინოთ ეს დიდი გამოწვევა!უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ყველა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემალულენი! გემუდარებით, ღვთის გულისათვის დარჩით სახლებში და ერთად ვილოცოთ ერთმანეთისთვის!- წერს არქიმანდრიტი იაონა.
0